04:32 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-18 10:00:21, 437 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოში ფულადი გზავნილები შემცირდა - ყველაზე მეტი ფული აშშ-დან და იტალიიდან იგზავნება

2025 წლის იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ $242 მილიონი შეადგინა, რაც 8,5%-ით ($23 მილიონით) ნაკლებია 2024 წლის იანვრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

ფულადი გზავნილები ყველაზე მეტად შემცირებულია რუსეთიდან (-62%) და გაზრდილია ყირგიზეთიდან (126%).  ფულადი გზავნილების მოცულობა გაზრდილია აშშ-დან და ევროპიდან, სადაც ფულის ძირითად წყაროს, ქართველი ემიგრანტები წარმოადგენენ.

ფულადი გზავნილების მოცულობის მიხედვით ქვეყნების ათეული ასე გამოიყურება

  • აშშ - $47 მლნ
  • იტალია - $46 მლნ
  • რუსეთი - $25 მლნ
  • ისრაელი - $21 მლნ
  • გერმანია - $19 მლნ
  • საბერძნეთი - $19 მლნ
  • თურქეთი - $7.6 მლნ
  • ყირგიზეთი - $6.2 მლნ
  • ესპანეთი - $5.3 მლნ
  • ყაზახეთი - $4.7 მლნ


სებ-ის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარში საქართველოდან საზღვარგარეთ $28.3 მილიონი გადაიგზავნა. რაც 2024 წლის იანვრის ($26.1 მილიონი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 8.4% მეტია.      





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics