|
2025-02-17 09:59:24, 503 ნახვა
სამართალი
გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე ნათია თურნავა აძლევს ჩვენებას - სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს
თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა აძლევს ჩვენებას. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. პროცესის დაწყებამდე თურნავას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. მან მხოლოდ ის განაცხადა, რომ „ყველაფერს კანონიერად აკეთებენ". სხდომის ნაწილობრივ დახურვის შუამდგომლობა პროცესზე ბრალდების მხარემ დააყენა. როგორც საქმის პროკურორმა მიხეილ სადრაძემ განაცხადა, აღნიშნულის მიზანი კომერციული საიდუმლოს დაცვაა, ვინაიდან კითხვები და საკითხები, რაც ნათია თურნავასთან იქნება დასმული, კომერციულ საიდუმლოებას შეეხება. აღნიშნულ შუამდგომლობას დაცვის მხარე არ დაეთანხმა. როგორც ბრალდებულის ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა განმარტა, შუამდგომლობა ობიექტური ტესტის პრინციპს უნდა აკმაყოფილებდეს. მახარაშვილის თქმითვე, ეროვნულმა ბანკმა მსგავსი ფორმით კრედიტის გაცემა კანონდარღვევად მიიჩნია და კითხვები თურნავასთან სწორედ ამის გარშემო უნდა დასვან. შესაბამისად, დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ სხდომაზე არანაირი კომერციული საიდუმლოება არ გაჟღერდება. მოსამართლე გიორგი გელაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სხდომა ნაწილობრივ დახურა. ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილისთვის წარდგენილი ბრალდება 2017 წელს განხორციელებულ ქმედებას ეხება. კერძოდ, პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8986 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 43 მილიონამდე აშშ დოლარს შეადგენდა. გიორგი ბაჩიაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით 2 500 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული, ასევე დაწესებული აქვს დამატებითი შემზღუდავი ღონისძიებები. აღნიშნული ქმედება 9-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
აქტივისტმა თამარ ლორთქიფანიძემ საპატიმრო დატოვა
ქართული სამოქალაქო ორგანიზაციები პარტიების აკრძალვის შესახებ საგანგებო მიმართვას ავრცელებენ
Euromoney Markets Awards - თიბისი საქართველოში ობლიგაციების ბაზრის საუკეთესო ბანკია
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული კატასტროფის გამო შიმშილობა გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)