|
2025-02-16 15:14:32, 1140 ნახვა
ომი უკრაინაში
კიტ კელოგი - ევროპა უკრაინის შესახებ სამშვიდობო მოლაპარაკებების ნაწილი არ ექნება
უკრაინისა და რუსეთის საკითხებში დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, გენერალი კიტ კელოგი აცხადებს, რომ ევროპა უკრაინის შესახებ სამშვიდობო მოლაპარაკებების ნაწილი არ ექნება. „როდესაც მაგიდასთან სხდებით, რეალურად არის ორი პროტაგონისტი და ერთი, იმედია, შუამავალი. უნდა გვყავდეს უკრაინელები, რუსები და, რა თქმა უნდა, ამერიკელები მაგიდასთან მოსაუბრედ“, – განაცხადა კიტ კელოგმა. კელოგმა აღნიშნა, რომ უკრაინის გამორიცხვა მოლაპარაკებებიდან არასდროს ყოფილა განხილვის საგანი. „როდის გვითქვამს, რომ უკრაინელები გამოირიცხებიან დისკუსიიდან? ეს არასდროს თქმულა. პრეზიდენტი ტრამპი ამის შესახებ ძალიან ღიად საუბრობს“, – განაცხცადა კელოგმა. წამყვანის კითხვაზე, რატომ არ უნდა იყვნენ ევროპელები მოლაპარაკებების მაგიდასთან, მაშინ როცა მათ ამერიკელებზე მეტი დახმარებაც კი გაუწიეს უკრაინას, კელოგმა მინსკის შეთანხმების მაგალითი მოიყვანა. „მინსკი 2-ის პრობლემა იყო ის, რომ მაგიდასთან ბევრი ისეთი ადამიანი იჯდა, ვისაც რეალურად არ ჰქონდა სამშვიდობო პროცესის განხორციელების უნარი და ის ჩაიშალა. ჩვენ აღარ წავალთ ამ გზით. ჩვენი ფილოსოფია არ არის ამ ომის გაგრძელება ბოლო უკრაინელის სიკვდილამდე. მიზანია, შევაჩეროთ ხოცვა-ჟლეტა, შევაჩეროთ ომი. დავრწმუნდეთ, რომ სუვერენიტეტი ხელშეუხებელი რჩება“, – განაცხადა კელოგმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხელისუფლებას რუსოფობიის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა
რუსეთი საქართველოსა და მოლდოვას ოკუპირებული რეგიონებისთვის მოქალაქეობის მინიჭების საფასურს ცხრაჯერ შეამცირებს
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)