18:02 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-16 01:54:38, 526 ნახვა

სამართალი
სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით, პოლიციამ ოცნების ქალაქში მომხდარი ტრაგედიის გამოძიება დაიწო

ორი არასრულწლოვანი დაიღუპა ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქის ტერიტორიაზე. ინფორმაციას ადასტურებს ბათუმის მერია. „მომხდარის დეტალებს დაადგენს აჭარის პოლიციის დეპარტამენტი დაწყებული გამოძიების ფარგლებში“, - წერია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით.

„ოცნების ქალაქის“ მკვიდრი, მარინე ბერიძე, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ რვა წლის ბავშვებს (ასაკი დაუზუსტებელია) დღის ოთხი საათიდან ეძებდნენ ოჯახის წევრები: „მთელი საღამო ეძებდნენ და ერთ-ერთის ბაბუამ იპოვა ჭაში ჩავარდნილები“.

ადგილობრივების ნაწილი აპროტესტებს ადგილზე ჟურნალისტების ყოფნას და მოუწოდებენ, რომ დატოვონ ტერიტორია და არ დასვან კითხვები: "რეიტინგს იმაღლებთ? გადით, დატოვეთ აქაურობა. ჩვენზე მეტად შეგტკივათ გული?" ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. იყო ფიზიკური დაპირისპირების მცდელობაც.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, ორივე არასრულწლოვანი სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანისას გარდაცვლილი იყო. ოჯახები კი ექსპერტიზაზე უარს აცხადებენ. ნინო ნიჟარაძემ, მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, მწუხარება გამოთქვა და ოჯახებს მიუსამძიმრა. "პირველ რიგში ვუსამძიმრებ ორივე ოჯახს, ძალიან ვწუხვარ მომხდარი უბედური შემთხვევის გამო. რა ინფორმაციაც გავრცელდა დამატებით დეტალებს მე არ ვფლობ, მიმდინარეობს გამოძიება. რაც შეეხება ექსპერტიზას, შესაბამისი უწყებები არკვევენ ამ საკითხს და გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული. ორივე ოჯახი ექსპერტიზის წინააღმდეგია. მოზარდები სამედიცინო დაწესებულებაში შემოიყვანეს გარდაცვლილები, ისინი ადგილზე გარდაიცვალენ"- განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა.

იმ ტერიტორიაზე, სადაც 15 თებერვალს ბავშვები დაიღუპნენ, ერთი კვირით ადრე ხელისუფლების ორგანიზებით ღონისძიება გაიმართა, რომელსაც „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ესწრებოდნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
მეუფე იობი: ღმერთმა ინებოს, მომავალი პატრიარქის და მეფის ღვაწლით, გამოვიდეთ ამ ჭაობიდან
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics