|
2025-02-15 11:41:01, 333 ნახვა
მსოფლიო
სერბეთში ანტისამთავრობო აქციები გრძელდება
სერბეთში ანტისამთავრობო აქციები გრძელდება. დემონსტრანტები ამჯერად სერბეთის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ქალაქ კრაგუევაცში შეიკრიბნენ. სტუდენტების მიერ ორგანიზებულ პროტესტებში მასწავლებლები, იურისტები და სხვა პროფესიის წარმომადგენლებიც მონაწილეობენ. ამასთან, ოპოზიციური პარტიები და უფლებადამცველი ორგანიზაციები სერბეთის პრეზიდენტს, ალექსანდრ ვუჩიჩს და მის პარტიას ამომრჩეველთა მოსყიდვაში, მედიის თავისუფლების შეზღუდვაში, ოპონენტების მიმართ ძალადობასა და ორგანიზებულ დანაშაულთან კავშირში ადანაშაულებენ. სერბეთში, უკვე ორი თვეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. აქციები დაიწყო ქალაქ ნოვი სადის რკინიგზის სადგურში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, როდესაც სადგურის ბეტონის კონსტრუქციის ჩამონგრევას 15 ადამიანი ემსხვერპლა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ტრაგედიის მიზეზი სამთავრობო კორუფცია და ნეპოტიზმი გახდა, რის გამოც ნაგებობა უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით არ იქნა აგებული. ისინი მოითხოვენ სწრაფ გამოძიებას და მომხდარზე პასუხისმგებლობის აღებას სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩისა და მმართველი პარტიის წარმომადგენლების მხრიდან.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)