|
2025-02-15 09:07:36, 330 ნახვა
მსოფლიო
ჯონსონი - ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინის მიტოვებას არ ცდილობს
გაერთიანებული სამეფოს ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა თქვა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინას არ ღალატობს და ევროპელი მოკავშირეები ტრამპის განცხადებებთან მიმართებით "უთავო ქათმებს" შეადარა. "გულწრფელად რომ ვთქვა, გარკვეული უთავო ქათმობა ხდება ევროპელების მხრიდან იმაზე, რასაც ტრამპის ადმინისტრაცია ამბობს". - თქვა ჯონსონმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე GB News-თან ინტერვიუში. ჯონსონის თქმით, "ტრამპის ნათქვამის შემხედველი, რასაც [აშშ-ს თავდაცვის მინისტრი] პიტ ჰეგსეთი ამბობს, ისინი უკრაინას არ ღალატობენ". "ისინი უკრაინის მიტოვებას არ ცდილობენ. ისინი ამბობენ, რომ უკრაინა სუვერენული, აყვავებული ქვეყანა უნდა იყოს. ამბობენ, რომ პუტინმა ვერ უნდა გაიმარჯვოს. ამბობენ, რომ ისინი უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებენ". - აღნიშნა მან. ყოფილმა პრემიერმა ასევე უარყო ტრამპის ადმინისტრაციის მიმართ ბრალდებები, რომ აშშ პუტინთან ლაპარაკით "დაშოშმინების" პოლიტიკას ატარებს. "ტრამპმა ძალიან კარგად იცის, რომ პირადად ვერ დაუშვებს, ქაოსური კრახი ჰქონდეს უკრაინაში. [ტრამპი] ვერ დაუშვებს ზელენსკის მთავრობის განადგურებას, პუტინის მიერ დაპყრობას, NATO-ს სრულ დამცირებას, დასავლეთისთვის დამცირებას". - აღნიშნა მან. ამას გარდა, ჯონსონმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინას კვლავ შეუძლია NATO-ს წევრი გახდეს, ჰეგსეთის განცხადების მიუხედავად, რომ NATO-ს წევრობა უკრაინისთვის ნაკლებად სავარაუდოა. მისი თქმით, "ვერ იქნები სუვერენული ქვეყანა, თუ შეზღუდული ხარ, თუ ხელს გიშლიან მომავალში გარკვეულ ეტაპზე შეუერთდები თუ არა NATO-ს".
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)