10:35 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-14 18:42:01, 383 ნახვა

მსოფლიო
ვოლოდიმერ ზელენსკი - რუსეთი შემდეგ წელს NATO-ს ქვეყნებთან ომს გეგმავს

„იქიდან გამომდინარე, რასაც დაზვერვა მაწვდის, ვფიქრობ, რომ შემდეგი წლისთვის NATO-ს ქვეყნებთან ომს ამზადებს.“ - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმერ ზელენსკიმ, მიუხენში ჟურნალისტებთან ისაუბრა.

ზელენსკი უკრაინულ დაზვერვაზე დაყრდნობით ამბობს, რომ რუსეთი, შესაძლოა, NATO-ს ქვეყნების წინააღმდეგ სამხედრო აგრესიას შემდეგი წლისთვის გეგმავდეს.

მისივე თქმით, რუსეთი ამ წელს წვრთნებისთვისა და ბელარუსის მიმართულების გასაძლიერებლად 15 დივიზიას გაამზადებს.

„ვფიქრობთ, რომ ისინი ყველანი ბელარუსის ტერიტორიაზე იქნებიან, ან ნაწილობრივ. ეს იქნება 100-150 ათასი ადამიანი. ისინი შეიძლება შევიდნენ უკრაინაშიც, როგორც ეს 2022 წელს მოხდა, ან წავლენ პოლონეთში ან ბალტიის ქვეყნებში. ვფიქრობ, რომ მას პუტინს ასეთი აზრი აქვს. იქიდან გამომდინარე, რასაც დაზვერვა მაწვდის, ვფიქრობ, რომ შემდეგი წლისთვის NATO-ს ქვეყნებთან ომს ამზადებს.“  - თქვა ზელენსკიმ.

ურაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამ სცენარში 100%-ით დარწმუნებული არ არის და იმედოვნებს, რომ ამის თავიდან არიდება მოხერხდება.

14-16 თებერვალს მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენცია ტარდება. ცნობილი იყო, რომ ზელენსკი აშშ-ს ვიცეპრეზიდენტს, ჯეი დი ვენსს უნდა შეხვედროდა. თუმცა Kyiv Independent საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ შეხვედრა გადაიდო, რათა აშშ-მ კიევის მიერ შეთავაზებული პარტნიორობის დოკუმენტი განიხილოს.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
ბრიუსელი ხარობს: უნგრეთი ორბანის დამარცხების შემდეგ ევროპის გულში ბრუნდება
ირანი აშშ-ს აფრთხილებს: ნებისმიერი საზღვაო ბლოკადა წარუმატებლობისთვისაა განწირული
თეთრი სახლი სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ ირანზე დარტყმების განახლების საკითხს განიხილავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics