10:34 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-14 10:17:40, 317 ნახვა

მსოფლიო
ოლაფ შოლცი ბუნდესტაგს დადგენილების რაც შეიძლება მალე მიღებისკენ მოუწოდებს

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ქვეყნის პარლამენტს მოუწოდა, სწრაფად მიიღოს დადგენილება, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომს და მის შედეგებს ევროპისთვის „საგანგებო სიტუაციად“ აღიარებს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„ბუნდესტაგმა რაც შეიძლება მალე უნდა მიიღოს დადგენილება, რომელიც უკრაინის ომს და მის სერიოზულ შედეგებს გერმანიისა და ევროპის უსაფრთხოებისთვის საგანგებო მდგომარეობად აღიარებს. ეს მიგვიყვანს იქამდე, რომ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისადმი, რომელიც დღეს ისეთი მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს, აღარ მოხდება სხვა ამოცანების ხარჯზე, რომელიც ჩვენმა სახელმწიფომ საკუთარი მოქალაქეების მიმართ უნდა შეასრულოს“, - აღნიშნა შოლცმა.

გერმანიის კანცლერს არ დაუკონკრეტებია, რა რაოდენობის დახმარებაზეა საუბარი ან რა წყაროებიდან იქნება დაფინანსება. თუმცა, კვლავ ისაუბრა ეგრეთ წოდებული „ვალის მუხრუჭის“ რეფორმა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ინვესტირების დამატებითი შესაძლებლობების გახსნისთვის.

„საუბარია ჩვენი ქვეყნის მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“, - აღნიშნა შოლცმა და დასძინა, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში მომხდარი მოვლენებისა და ამერიკის ადმინისტრაციის განცხადებების გათვალისწინებით, ამ კითხვაზე პასუხის გადადება აღარ შეიძლება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
ბრიუსელი ხარობს: უნგრეთი ორბანის დამარცხების შემდეგ ევროპის გულში ბრუნდება
ირანი აშშ-ს აფრთხილებს: ნებისმიერი საზღვაო ბლოკადა წარუმატებლობისთვისაა განწირული
თეთრი სახლი სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ ირანზე დარტყმების განახლების საკითხს განიხილავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics