12:06 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-13 14:01:43, 322 ნახვა

მსოფლიო
ბერბოკის, ბრაჟეს და ტუსკის გამოხმაურება ტრამპისა და პუტინის მოლაპარაკებებზე

ევროპელი ლიდერები, უკრაინაში ომის დასასრულებლად, აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტს შორის მოლაპარაკებების დაწყებას ეხმაურებიან. მათი თქმით, უკრაინაში და ევროპაში მშვიდობა მხოლოდ ევროპის, აშშ-ს და უკრაინის ერთად დგომით მიიღწევა.

მშვიდობის მიღწევა მხოლოდ ერთად შეიძლება და ეს ნიშნავს: უკრაინასთან და ევროპელებთან ერთად — ჩვენ ერთად უნდა დავადგეთ ამ გზას, რათა ევროპაში მშვიდობა დაბრუნდეს, — ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა POLITICO-სთან პუტინსა და ტრამპს შორის სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ამ გზაზე ერთად უნდა დადგნენ იმისათვის, რომ ევროპას მშვიდობა დაუბრუნდეს.

POLITICO-სთან საუბრისას, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბაიბა ბრაჟემ თქვა, რომ უკრაინული მხარის ჩართულობას ნებისმიერ მოლაპარაკებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

მისივე თქმით, სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად, საჭიროა რუსეთის ბრძოლის ველზე დასუსტება, რომ რუსეთს მშვიდობა აიძულონ.

"რუსეთის სამხედრო შესაძლებლობების შესუსტება მშვიდობისკენ მიმავალი გზაა. უკრაინის სიძლიერეში ინვესტიცია მშვიდობაში ინვესტიციაა. რუსეთის დასუსტება კი მშვიდობაში ინვესტიციაა. სანქციები და მათი ეფექტური განხორციელება ამაში მნიშვნელოვანი ელემენტია", — განაცხადა ბაიბა ბრაჟემ.

პოლონეთის პრემიერმინისტრმა დონალდ ტუსკმა ტრამპის განცხადების საპასუხოდ, X-ზე დაწერა, რომ უკრაინამ, ევროპასა და შეერთებულმა შტატებმა ერთად უნდა იმუშაონ იმაზე, რომ მშვიდობა იყოს.

"ჩვენ მხოლოდ მშვიდობა გვჭირდება. უბრალოდ მშვიდობა. უკრაინამ, ევროპასა და შეერთებულმა შტატებმა ერთად უნდა იმუშაონ ამაზე. ერთად", — წერს ტუსკი.

დონალდ ტრამპსა და ვლადიმირ პუტინს შორის პირველი ოფიციალური სატელეფონო საუბარი შედგა, რომელიც საათ-ნახევარი გაგრძელდა.

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, რუს კოლეგასთან "ხანგრძლივი და ძალიან პროდუქტიული" საუბარი გამართა და შეთანხმდა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის დასასრულებლად სამშვიდობო მოლაპარაკებებს დაიწყებენ — ამის შესახებ დონალდ ტრამპმა საკუთარ სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე დაწერა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics