12:06 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-13 11:57:52, 312 ნახვა

მსოფლიო
მარკ რუტე - არ უნდა მივცეთ პუტინს უფლება თუნდაც კიდევ ერთი კვადრატული მილით წაიწიოს წინ უკრაინაში

არ იქნება „მინსკი 3“. ეს აღარ უნდა მოხდეს! ჩვენ არ უნდა მივცეთ პუტინს უფლება თუნდაც კიდევ ერთი კვადრატული მილით წაიწიოს წინ უკრაინაში, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ თავდაცვის მინისტრების შეხვედრამდე მედიასთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ნებისმიერი საკითხი, რომელიც უკრაინის შესახებ განიხილება აუცილებლად კიევის ჩართულობით უნდა მოხდეს.

„ჩვენ დღეს გვექნება შეხვედრა უკრაინის თავდაცვის მინისტრ, რუსტემ უმეროვთან. ნებისმიერი საკითხი, რაც უკრაინის შესახებ განიხილება აუცილებლად უნდა წარიმართოს უკრაინის ჩართულობით”, - განაცხადა მარკ რუტემ.

მისივე თქმით, ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი, რასაც თავდაცვის მინისტრები განიხილავენ, ალიანსის თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდაა.

„ჩვენ ასევე განვიხილავთ ნატო-ს თავდაცვის ბიუჯეტს, რადგან მეტია გასაკეთებელი. ჩვენ გვაქვს საოცარი თავდაცვის ინდუსტრიები, თუმცა ეს საკმარისი არ არის”, - განაცხადა მან.

12-13 თებერვალს ნატო-ს თავდაცვის მინისტრები ბრიუსელში წლის პირველ შეხვედრას მართავენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics