|
2025-02-13 08:58:43, 451 ნახვა
მსოფლიო
საგარეო საქმეთა მინისტრები - მზად ვართ, გავაძლიეროთ უკრაინის მხარდაჭერა
მოუთმენლად ველით ჩვენს ამერიკელ მოკავშირეებთან ერთად მომავალი გზის განხილვას. ჩვენი საერთო მიზნები უნდა იყოს უკრაინის ძლიერ პოზიციაში დაყენება, უკრაინა და ევროპა ნებისმიერი მოლაპარაკების ნაწილი უნდა იყვნენ, - ამის შესახებ აღნიშნულია საფრანგეთის, გერმანიის, პოლონეთის, იტალიის, ესპანეთის, გაერთიანებული სამეფოს, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურისა და ევროკომისიის ერთობლივ განცხადებაში, რომელიც პარიზში გამართული შეხვედრის შემდეგ გაავრცელეს. „მზად ვართ გავაძლიეროთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. რუსეთის აგრესიული ომის ფონზე ვიღებთ ვალდებულებას მისი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ვიზიარებთ მიზანს, გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა სამართლიანი, ყოვლისმომცველი და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევამდე“, - აღნიშნულია განცხადებაში. მინისტრებმა ასევე აცხადებენ, რომ უკრაინას უნდა მიეცეს უსაფრთხოების ძლიერი გარანტიები და რომ უკრაინაში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა ძლიერი ევროატლანტიკური უსაფრთხოების წინაპირობაა. "შეგახსენებთ, რომ ევროპის კონტინენტის უსაფრთხოება ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა. ამიტომ, ჩვენ ერთად ვმუშაობთ ჩვენი კოლექტიური თავდაცვის შესაძლებლობების გასაძლიერებლად", - აღნიშნულია განცხადებაში.
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)