13:31 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-11 09:15:32, 280 ნახვა

მსოფლიო
ოლაფ შოლცი დონალდ ტრამპს უკრაინის საკითხზე ესაუბრა

გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის განცხადებით, ის ელის, რომ თეთრი სახლის ახალი ადმინისტრაცია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას გააგრძელებს, - ინფორმაციას გამოცემა Unian-ი გერმანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახალ პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებების დროს, უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელების საკითხზე ისაუბრა. შოლცის თქმით, მკაფიო სიგნალი უნდა გაეგზავნოს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, რათა მას უკრაინის მხარდაჭერის შემცირების მოლოდინი არ ჰქონდეს.

ამასთან, კანცლერმა თავი აარიდა პასუხის გაცემას უსაფრთხოების გარანტიებისა და ამერიკული სამხედრო კონტიგენტის მონაწილეობის გარეშე ევროპელი ჯარისკაცების უკრაინაში შესაძლო ყოფნის შესახებ დასმულ კითხვებზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics