|
2025-02-10 13:43:51, 563 ნახვა
სამართალი
ვაჟა გაფრინდაშვილი სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა
ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო. მოსამართლე ნინო ენუქიძის გადაწყვეტილებით, გაფრინდაშვილს ადმინისტრაციული სახდელის სახით 500-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. დღევანდელ სხდომაზე ვაჟა გაფრინდაშვილმა მოსამართლის აცილება მოითხოვა, ვინაიდან მისი განმარტებით, ის სანქცირებულია. როგორც მან აღნიშნა, მოსამართლე ენუქიძეს „ქართული ოცნების" სასარგებლო გადაწყვეტილებების 100%-იანი სტატისტიკა აქვს. მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და საქმე არ აიცილა. ამასთან, ვაჟა გაფრინდაშვილი აცხადებდა, რომ შსს-ს მიერ წარმოდგენილ კადრებში ის 27 დეკემბერს, 20:37 საათზე ჩანს. თუმცა, სამართალდარღვევის ოქმში 20:17 საათია მითითებული. გაფრინდაშვილის თქმით, ის ამ დროს გოთუას ქუჩაზე, „მაკდონალდსში“ იმყოფებოდა და აღნიშნულის დასადასტურებლად საბანკო ამონაწერი წარადგინა, სადაც გადახდის თარიღი ფიქსირდება. ამასთან, გაფრინდაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ის ადმინისტრაციული სახდელის გადახდას არ აპირებს. როგორც მან სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, ის საქმეს სტრასბურგის სასამართლოში წაიღებს, რადგან "საქმე პრინციპს ეხება". ვაჟა გაფრინდაშვილს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებოდნენ. კერძოდ კი იმას, რომ ის 27 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა და გზა ხელოვნურად იმ დროს გადაკეტა, როცა ამისთვის ადამიანების საკმარისი რაოდენობა არ იყო.
საქართველოს ბანკი მოსწავლეებისთვის- 10+ პროექტი, 600+ სტიპენდიატი 70 000 + ბენეფიციარი
თიბისი კაპიტალი საქმიანობას თიბისი ბანკის სტრუქტურაში გააგრძელებს
ნაციონალური მოძრაობა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიის აცილებას ითხოვს
საკონსტიტუციო სასამართლოში პროდასავლური ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესი დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)