17:54 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-10 12:24:08, 333 ნახვა

საზოგადოება
ხერხემლის ფართოდ გავრცელებული პრობლემები

  ხერხემლის სვეტი ადამიანის საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მნიშვნელოვანი სტრუქტურაა,რომელიც  მრავალ ფუნქციას ასრულებს.  მიუხედავად მისი სიმტკიცისა  ხერხემალი მგრძნობიარეა მთელი რიგი მდგომარეობების მიმართ,რამაც შეიძლება გამოიწვიოს დისკომფორტი,ტკივილი,ფუნქციური შეზღუდვა  და სხვა. 

ხერხემლის გავრცელებული პრობლემები

  1. მალთაშუა დისკის თიაქარი : დისკის მისი ადგილმდებარეობიდან ნაწილობრივ ან სრულ გამოვარდნა.  შეიძლება განვითარდეს ხერხემლის ნებისმიერ სეგმენტში, თუმცა უფრო  ხშირია კისრისა და წელის არეში. ძირითადი სიმპტომებია ტკივილი,დაბუჟება,სისუსტე კიდურებში. მდგომარეობის  სიმძიმე დამოკიდებულია თიაქრის ზომასა და ადგილმდებარეობაზე.
  2. დისკის დეგენერაციული დაავადება : მდგომარეობაა,რომლის დროსაც მალთაშუა დისკები იცვითება და კარგავენ საყრდენ ფუნქციას. იწვევს ტკივილის და მოქნილობის დაქვეითებას.
  3. ხერხემლის სტენოზი :  ეს მდგომარეობა წარმოადგენს ხერხემლის არხის შევიწროებას, იწვევს ტკივილს, დაბუჟებასა და სისუსტეს, განსაკუთერებით ფეხებისა და წელის არეში.
  4. სქოლიოზი : ხერხემლის ლატერალური დევიაცია, კობის კუთხე 10 გრადუსი და მეტი. ხშირად ვლინდება ბავშვებში ან მოზარდობის პერიოდში. დამახასიათებელია მხრების ან თეძოების ასიმეტრიულობა, თავის ცენტრალური მდებარეობის დარღვევა, პოზის ცვლილება,  ტკივილი და ა.შ .
  5. ოსტეოართრიტი : სახსრების დეგენერაციული დაავადებაა,რომელიც გავლენას ახდენს ხერხემალზე. ძირითადი სიმპტომებია ტკივილი და მოქნილობის დაქვეითება.
  6. ოსტეოქონდროზი: ხერხემლის ქსოვილების დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადებაა, რაც იწვევს მალთაშუა დისკების  სახსრების დეფორმაციას, კალციფიკატების წარმოქმნასა და მალთაშუა სივრცის შევიწროებას. ეს ყველაფერი, უმეტესად კუნთების ტონუსის შემცირებასთანაა კავშირში. ოსტეოქონდროზის ძირითადი სიმპტომი ტკივილია, რომელიც შეიძლება იყოს როგორც ადგილობრივი, ასევე გადაცემითი.

პრევენცია და მართვა

  ხერხემლის პრობლემების თავიდან აცილება და არსებული სიმპტომების მართვა,ხშირად მოითხოვს ცხოვრების წესის მოდიფიკაციას, რეაბილიტაციურ  მკურნალობას და ზოგჯერ ქირურგიულ ჩარევას. ხერხემლის ჯანმრთელობის შესანარჩუნებელი რამდენიმე მეთოდი:

  1. ვარჯიში და ფიზიკური აქტივობა

რეგულარული ვარჯიში აძლიერებს ზურგის კუნთებს,აუმჯობესებს მოქნილობას და ხელს უწყობს ზოგად კეთილდღეობას. განსაკუთრებით სასარგებლოა ისეთი აქტივობები,როგორიცაა სიარული,ცურვა და იოგა.

  1. ერგონომიკა

სამსახურსა და სახლში სათანადო ერგონომიკა ამცირებს ხერხემლის დაზიანების რისკს. ეს მოიცავს სწორი სკამების გამოყენებას და სხვა.

  1. წონის მართვა

ჯანსაღი წონის შენარჩუნება ამცირებს ხერხემალზე სტრესს და ხერხემლის დეგენერაციული დაავადებების რისკს.

  1. ჯანმრთელი კვება

კალციუმითა და D ვიტამინით მდიდარი საკვები ხელს უწყობს ძვლების ჯანმრთელობას,ამით შესაძლებელია ისეთი დაავადებების  განვითარების რისკის შემცირება როგორიცაა ოსტეოპოროზი და ა.შ





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
მეუფე იობი: ღმერთმა ინებოს, მომავალი პატრიარქის და მეფის ღვაწლით, გამოვიდეთ ამ ჭაობიდან
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics