|
2025-02-09 16:26:27, 408 ნახვა
მსოფლიო
ბენიამინ ნეთანიაჰუ - ისრაელს არ ჰყავს ამერიკაზე უკეთესი მეგობარი
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ დონალდ ტრამპის გეგმა ღაზიდან პალესტინელების გადასახლების შესახებ არის პირველი ახალი იდეა ბოლო წლებში. „ფოქს ნიუსთან“ მიცემულ ინტერვიუში ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისაუბრა ამერიკის პრეზიდენტთან ურთიერთობაზე, ღაზასა და ისრაელელ მძევლებზე, რომლებიც ამ დრომდე „ჰამასის“ ტყვეობაში არიან. ნეთანიაჰუს თქმით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში ისრაელს მომდევნო კვირას ცოცხალი მძევლების 75% ეყოლება დაბრუნებული.
ამერიკის პრეზიდენტზე საუბრისას კი ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ტრამპი არის ყველაზე კარგი მეგობარი, ვინც ისრაელს თეთრ სახლში ოდესმე ჰყოლია.
რაც შეეხება ტრამპის ინიციატივას ღაზასთან დაკავშირებით, ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ამ იდეას აქვს პოტენციალი, ყველაფერი შეცვალოს ღაზაში. „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ასევე თქვა, რომ 7 ოქტომბრის სასაკლაოს შემდეგ აღარავინ იტყვის, რომ ღაზაში დამოუკიდებელი პალესტინური სახელმწიფო შეიქმნას, რადგან იქ უკვე იყო პალესტინური სახელმწიფო, რომელსაც „ჰამასი“ მართავდა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)