16:24 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-06 16:58:54, 406 ნახვა

მსოფლიო
ევროკავშირის სასაზღვრო კონტროლის სისტემის შექმნაში „ფეესბე“ იყო ჩართული - Financial Times

ევროპის სახალხო პროკურატურა (EPPO) იძიებს ევროკავშირის ქვეყნებში შესვლა/გასვლის კონტროლის ავტომატურ(EES) სისტემის შექმნაში რუსული FSB-ს მონაწილეობას.

Financial Times შესაბამის დოკუმენტებზე დაყრდნობით წერს, რომ ევროკავშირში შესვლა/გასვლის კონტროლის სისტემის პროგრამულ უზრუნველყოფაში ჩართულნი იყვნენ ფრანგული IT კომპანია Atos-ის მოსკოვის განყოფილების თანამშრომლები.

212 მილიონი ევროს ღირებულების EES-ის სისტემის შექმნაზე კონტრაქტი 2019 წელს ფრანგულმა Atos-მა და იტალიურმა კომპანია Leonardo-მ მიიღეს. სისტემა 2024 წლის ნოემბერში უნდა გაშვებულიყო, მაგრამ მისი ამოქმედება გადაიდო.

აღნიშნული სისტემა შეაგროვებს მონაცემებს ყველა უცხოელი მოგზაურის შესახებ, რომელიც შედის ან ტოვებს ევროკავშირს. სისტემა ჩაიწერს პერსონალურ და ბიომეტრიულ მონაცემებს, ასევე მათ სავიზო სტატუსს.

FT წერს, რომ Atos-ის მოსკოვის ფილიალი მუშაობდა FSB-ს ლიცენზიით. ლიცენზია მას ანიჭებს უფლებას „დაშიფვრის (კრიპტოგრაფიული) ხელსაწყოების, ინფორმაციისა და სატელეკომუნიკაციო სისტემების შემუშავების, წარმოებისა და გავრცელებისთვის.

გამოცემის ინფორმაციით, Atos-ის მოსკოვის განყოფილების პერსონალი „პირდაპირ იყო ჩართული ევროკავშირის სასაზღვრო სისტემის პროგრამული უზრუნველყოფის შესყიდვაში“.

2022 წლის აპრილის დასაწყისში Atos-მა გამოაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის გამო რუსეთის ბაზრიდან გადიოდა.

EES სისტემა EU-ს არარეზიდენტების საზღვრის კვეთას ციფრულად დააფიქსირებს, რის გამოც ფიზიკური ბეჭდების საჭიროება აღარ იარსებებს. სისტემა მესამე მსოფლიოს ქვეყნებიდან უვიზოდ ან მოკლევადინი ვიზით მოგზაურებს დაარეგისტრირებს.

შენგენის ზონის გადაკვეთის თითოეულ შემთხვევაში, სისტემა ავტომატურად დააფიქსირებს მგზავრის სახელს, სამოგზაურო დოკუმენტებს, ბიომეტრიულ მონაცემებს, მათ შორის თითის ანაბეჭდებსა და ფოტოებს, ასევე საზღვრის კვეთის დროსა და ადგილს





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics