14:35 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-07 17:33:35, 547 ნახვა

სამართალი
ანა დოლიძე: ჩემი ბავშვობა უსამართლობის ძალიან დიდ მოგონებებს უკავშირდება

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ ანა დოლიძეს უსმენენ.

ანა დოლიძემ საკუთარ ბიოგრაფიაზე ისაუბრა და გაიხსენა ბავშვობა, რომელიც  მისი თქმით, უსამართლობის დიდ მოგონებებს უკავშირდება:

„მე ვგრძნობ, რომ მაქვს ძალიან დიდი პატივი დღეს  წარდგენილი ვიყო საქართველოს პარლამენტის წინაშე,  როგორც საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი. ჩემი ბიორგრაფია შეიძლება ითქვას, არ უზრუნველყოფდა იმას, რომ მე  დღეს წარვმდგარიყავი დღეს თქვენს წინაშე. ჩემი ბავშვობა უკავშირდება უსამართლობის ძალიან დიდ მოგონებებს. 1991-92 წლებში  მამაჩემი, როგორც პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მომხრე, არაერთხელ იყო დაკავებული,  დაპატიმრებული და ნაწამები სწორედ იმ სასამართლო ორგანოების დაკვეთით და ხელდასმით, რომლის, მადლობა ღმერთს, სახელი და  გვარის მაიდენტიფიცირებელი არაფერი არ მახსოვს.

შემდეგ ჩემი პროფესიული  საქმიანობა  2004-2005 წლებში უკავშირდება  უამრავ მოგონებებს უსამართლობის და ჩაგვრის ჩადენილს სწორედ სასამართლო ხელისუფლების მეშვეობით. გავიხსენებ 2005 წელს სასამართლო სხდომას ახალციხეში, რომელიც დამთავრად ახალციხის უნივერსიტეტის რექტორის მერაბ ბერიძის დაპატიმრებით, სასამრთლოში, სადაც მოსამართლე გარშემორტმული იყო სპეცდანიშნულების რაზმით. ამას გარდა ბევრი სასამართლო პროცესი იყო, სადაც მე პირადად დამარცხებული ვგრძნობდი  თავს ბრძოლებში. მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ დღეს მე თქვენს წინაშე წარვდექი სწორედ იმ დაუღალავი ბრძოლის შედეგად, რომელიც წარმართა ქართველმა ხალხმა და წარმართა იმ ადამიანებმა,  რომელთა წარმომადგენლებიც დღეს ჩვენ გვესწრებიან. ირინა ენუქიძემ ჩაიცვა რკინის ქალამნები და ოთარაანთ ქვრივივით ჩამოიარა ყველა უწყება იმისათვის, რომ საქართვლეოში სამართლიანი სასამართლოსთვის  ებრძოლა და სამართლიანი სასამართლოსთვის ბრძოლა არ დასრულებულა“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

მისივე თქმით, ბევრი 2013 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში საინტერესო ნაბიჯი გადაიდგა, მათ შორის  როგორიცაა-სასამართლოს ღიაობის უზრუნველყოფა, მედიის დაბრუნება და  საჯაროობის დაბრუნება სასამართლო ხელისუფლებაში. თუმცა, დოლიძის თქმით, სამართლიანი სასამართლოსთვის ბგრძოლა არ დასრულებულა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics