|
2025-02-05 10:13:01, 502 ნახვა
მსოფლიო
ყაზახეთის წინასწარი დასკვნით, აქთაუში ჩამოვარდნილი თვითმფრინავი გარე ობიექტებმა დააზიანა
ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტრომ აქთაუში აზერბაიჯანული სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შესახებ წინასწარი ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც წერია, რომ თვითმფრინავი ჰაერში "გარე ობიექტებმა" დააზიანა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ თვითმფრინავს გამჭოლი დაზიანებები ჰქონდა და ჰორიზონტალური სტაბილიზატორიდან და ჰიდრავლიკური სისტემიდან "გარე ლითონური ობიექტები" ამოიღეს. "შემორჩენილი ნაწილების პირველადმა შემოწმებამ ფიუზელაჟის, კილის, ჰორიზონტალური სტაბილიზატორის, სიმაღლისა და მიმართულების საჭეთა უკანა ნაწილში სხვადასხვა ზომისა და ფორმის გამჭოლი და არაგამჭოლი დაზიანებები გამოავლინა". - წერია წინასწარ ანგარიშში. Reuters-თან საუბრისას აზერბაიჯანელმა მაღალჩინოსანმა თქვა, რომ ანგარიშში ნახსენები გარე დაზიანება რუსულმა მიწა-ჰაერის ტიპის რაკეტამ გამოიწვია, რომელიც ჩამოგდებულ თვითმფრინავში აღმოაჩინეს. მისივე თქმით, აზერბაიჯანული მხარე ამ ობიექტს ფლობს. "აზერბაიჯანული მხარე ფლობს Панцирь-С-ის ტიპის რაკეტას, რომელიც თვითმფრინავიდან ამოიღეს და საერთაშორისო ექსპერტიზის შედეგად იდენტიფიცირდა". ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც აზერბაიჯანული მხარე ამბობს, რომ რუსეთის მიერ თვითმფრინავის ჩამოგდების ფიზიკური მტკიცებულებები აქვთ. აზერბაიჯანის ტრანპსორტის სამინისტრომ ანგარიშზე დაყრდნობით განაცხადა, რომ თვითმფრინავი სრულად მუშა მდგომარეობაში იმყოფებოდა და მისი მწყობრიდან გამოყვანა "გარე ობიექტების" შეჯახებამ გამოიწვია. წინასწარი ანგარიში გლობალური საავიაციო წესების ფარგლებში მომზადდა და მიზნად მსგავსი შემთხვევების სამომავლო პრევენციას და არა დამნაშავის დადგენას ისახავს. ანგარიშში არ არის დაკონკრეტებული, რამ გამოიწვია "გარე ობიექტების" შეჯახება თვითმფრინავთან და ვინ არის პასუხისმგებელი ავიაკატასტროფაზე. როგორც ანგარიშში წერია, იმ გამჭოლი დაზიანებების ხასიათისა და წარმომავლობის დასადგენად, რომლებიც გამოიწვია "გარე ობიექტებმა, შესაბამისი გამოძიება და ექსპერტიზა ჩატარდება". გარდა ამისა, დოკუმენტში წერია, რომ ექსპერტები ბორტზე ე.წ. შავი ყუთების გაშიფვრაზეც მუშაობენ. 53-გვერიდანი დოკუმენტის მიხედვით, დაახლოებით დილის 5 საათზე ეკიპაჟის კაბინაში ხმის თვითმწერმა 25 წამის განმავლობაში ორი შეჯახების ხმა აღრიცხა. 2 წუთის შემდეგ პილოტმა ავიადისპეტჩერებს შეატყობინა, რომ, მისი აზრით, თვითმფრინავს ფრინველები დაეჯახნენ, 5 წუთის შემდეგ კი თქვა, რომ თვითმფრინავი კონტროლს კარგავდა და ვარაუდი გამოთქვა, რომ ჟანგბადის ავზი აფეთქდა. დაზიანების დროს თვითმფრინავი რუსეთში, გროზნოს საჰაერო სივრცეში მდებარეობდა.
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)