|
2025-02-03 17:30:55, 496 ნახვა
მსოფლიო
Reuters - ტრამპისა და პუტინის შეხვედრის პოტენციურ ადგილად საუდის არაბეთი და საამიროები განიხილება
Reuters-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის პოტენციური შეხვედრის ადგილებად საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები განიხილება. გამოცემა ინფორმაციას რუსულ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. აღნიშნულთან დაკავშირებით კრემლი კომენტარზე უარს ამბობს. 2 თებერვალს დონალდ ტრამპმა თქვა, რომ რუსეთთან და უკრაინასთან საუბარი იგეგმება. მანამდე, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ინტერვიუში რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებისთვის ტრამპის ძალისხმევაზე ისაუბრა. "რუსეთს არასდროს უთქვამს უარი აშშ-ს ადმინისტრაციასთან კონტაქტებზე. და ეს ჩვენი ბრალი არ არის, რომ წინა ადმინისტრაციამ უარი თქვეს ამ კონტაქტზე. მე ყოველთვის მქონდა საქმიანი და, ამავდროულად, პრაგმატული ურთიერთობები აშშ-ს მოქმედ პრეზიდენტთან [ტრამპთან], სანდო, ვიტყოდი. არ შემიძლია, არ დავეთანხმო მას, რომ ის რომ პრეზიდენტი ყოფილიყო [ომის დაწყების დროს] და მისთვის 2020 წელს გამარჯვება არ მოეპარათ, მაშინ, იქნებ, უკრაინაში არც ყოფილიყო კრიზისი, რომელიც 2022 წელს დაიწყო". - თქვა პუტინმა. პუტინის თქმით, უმჯობესი იქნებოდა, პრეზიდენტები "ერთმანეთს შეხვედროდნენ და დღევანდელი რეალობის საფუძველზე, მშვიდად ესაუბრათ ყველა იმ მიმართულებაზე, რომელიც შედის როგორც აშშ-ს, ისე რუსეთის ინტერესებში". ამას გარდა, ინტერვიუში პუტინმა უკრაინის ხელისუფლება გააკრიტიკა. მისი აზრით, "კიევის რეჟიმის ხელმძღვანელობა" მოლაპარაკებების გამართვის შემთხვევაშიც კი, "არსებული ნორმატიული საფუძვლის ჩარჩოებში გამართულ" მოლაპარაკებებს "არალეგიტიმურად" გამოაცხადებს და შედეგად, ამ მოლაპარაკებების შედეგებსაც "არალეგიტიმურად გამოაცხადებს".
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)