03:41 - 25 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-03 16:49:57, 495 ნახვა

მსოფლიო
ევროკავშირის ლიდერები დონალდ ტრამპის ტარიფების დაწესებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას პასუხობენ

ევროკავშირის ლიდერები აცხადებენ, რომ ბლოკი მზად იქნება საპასუხო ქმედებისთვის, თუ დონალდ ტრამპი მუქარას შეასრულებს და ევროპულ საქონელზე ტარიფებს დააწესებს, – ინფორმაციას „The Guardian“-ი  ავრცელებს.

„თუ ევროპას ვაჭრობის კუთხით თავს დაესხმებიან, ჩვენ რეაგირება მოვახდინეთ“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ბრიუსელში, ევროკავშირის ლიდერების არაფორმალური შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბარში.

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ნებისმიერი ტარიფი „ცუდი იქნება როგორც აშშ-სთვის, ისე ევროპისთვის“ და ხაზი გაუსვა თანამშრომლობის აუცილებლობას ამ სიტუაციის მოსაგვარებლად.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის თქმით, ევროკავშირმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ თავიდან აიცილოს „სრულიად არასაჭირო და სულელური სატარიფო ომები“ და რომ სასტიკი პარადოქსი იქნება, თუ ბლოკი იძულებული გახდება, დიდი ხნის მოკავშირესთან სავაჭრო ომში ჩაერთოს.

დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიქსენმა, ხაზი გაუსვა, რომ ის არასდროს დაუჭერს მხარს მოკავშირეებს შორის დაპირისპირებას, თუმცა თუ შეერთებული შტატები ტარიფებს დააწესებს, ევროპას ერთიანი და მტკიცე პასუხის გაცემა მოუწევს.

„თუ აშშ ევროპას მკაცრ ტარიფებს დაუწესებს, კოლექტიური და მტკიცე პასუხი დაგვჭირდება“, – აღნიშნა დანიის პრემიერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics