|
2016-03-07 15:08:54, 667 ნახვა
სამართალი
ასათიანის ადვოკატი: ლევან გაჩეჩილაძეს შეუძლია „მაესტროს“ შენობაში სტუმრის სტატუსით შემოვიდეს
„ამ მომენტისთვის „სტუდია მაესტრო“ ამ შენობაში კეთილი ნების საფუძველზე ფუნქციონირებს. თუ ეს კეთილი ნება აღარ იქნება, შესაბამისად „მაესტროს“ ამ შენობაში ყოფნა უკანონო იქნება“, - ამის შესახებ ტელეკომპანიის ერთ-ერთი მეწილის მაკა ასათიანის ადვოკატმა გიორგი გვენეტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, „მაესტროს“ იჯარა 31 დეკემბერს ამოეწურა და შპს „ემუნივერსიტეტის“ (შენობა, სადაც ტელეკომპანია „მაესტროა“ განთავსებული) მესაკუთრემ დადგენილი წესით 8 დეკემბერს აცნობა, რომ აღარ აპირებდა ვადის გაგრძელებას. „შპს სტუდია მაესტროს“ იჯარა 31 დეკემბერს ამოეწურა. ამ შენობის მესკუთრემ დადგენილი წესით მიმართა 8 დეკემბერს და აცნობა, რომ აღარ აპირებდა შემდგომ ვადის გაგრძელებას. „სტუდია მაესტრო“ ამ მომენტისთვის კეთილკი ნების საფუძველზე ფუნქციოონირებს ამ შენობაში, თუ ეს კეთილი ნება აღარ იარსებებს შესაბამისად „მაესტროს“ აქ ყოფნა უკანონო იქნმება“, - განაცხადა გვენეტაძემ. ასათიანის ადვოკატის თქმით, ახლა მიმდინარეობს საგანგებო განცხადებაზე მუშაობა, რომელსაც მაკა ასათიანი გაავრცელებს. მისივე თქმით, განცხადებაში მკაფიოდ იქნება ჩამოყალიბებული პოზიციები. რაც შეეხება მოქმედებებს, ის იქნება კანონის ფარგლებში. გვენეტაძის თქმით, ისინი ყველანაირად ხელს შეუწყობენ ახლაადრჩეულ დირექტორს უფლებამოსილებები განახორციელოს, ოღონ არა ამ შენობაში. „ჩვენ შევეცდებით, რომ ყველანაიარად ხელი შევუწყოთ ახლადარჩეულ დირექტორს, რომ მან უფლებამოსილებები როგორც დირექტორმა განახორციელოს, ოღონდ არა ამ შენობაში. როგორც ვიცი არსებობს სრული მზადყოფნა, რომ ნებისმიერ მისამართზე გამოცხადდეს ნებისმიერი თანამშრომელი, თუნდაც ყოფილი დირექტორი გადაბაძე და დაიწყოს დოკუმენტაციის გადაბარების პროცესი. აქედან გამომდინარე თავიდან უნდა ავირიდოთ ყოველგვარი ესკალაცია. ერთი რამ ნათელია, ბატონი ლევანი ამ შენობაში შეიძლება სტუმრად შემოვიდეს, მაგრამ მის მიერ შპს „სტუდია მაესტროს“ მართვა ამ შენობაში ვერ მოხდება. ჩვენის მხრივ თუ რაიმე მოქმედებებია განსახორციელებელი სანამ დირექტორად ფიქსირდება ჩვენ ამას ყველაფერს გავაკეთებთ დისტანციურაედ, სხვა ადგილას და არა აქ“, - განაცხადა მაკა ასათიანის ადვოკატმა.
უკრაინამ შავ ზღვაზე რუსეთის უდიდეს ნავთობტერმინალს და ვოლგოგრადის რეგიონში ნავთობის სადგურს დაარტყა
სახელმწიფო უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით შსს-მ კანონპროექტი მოამზადა
ნაცნობ მამაკაცს რამდენჯერმე ესროლა - ბათუმში განზრახ მკვლელობის ბრალდებით კაცი დააკავეს
სტამბოლში დღეს საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგით მეათე შეხვედრა გაიმართება
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)