13:39 - 28 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-02 15:13:44, 493 ნახვა

პოლიტიკა
შსს: აქციის თითოეულ ლოკაციაზე შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები არიან მობილიზებულნი

შინაგან საქმეთა სამინისტრო 2 თებერვალს თბილისი მოლის მიმდებარედ დაგეგმილ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ საპროტესტო მარშების დაწყების თითოეულ ლოკაციაზე შსს-ის შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები არიან მობილიზებულნი.

"საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, თითოეულ ლოკაციაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები არიან მობილიზებულნი.

სამართალდამცველები უზრუნველყოფენ, რომ შეკრებამ ჩაიაროს მშვიდ ვითარებაში, კანონით დადგენილ ფარგლებში, რათა თავიდან იქნას აცილებული კანონსაწინააღმდეგო ქმედებები. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია აქციის მონაწილეები გეგმავენ საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის ბლოკირებას" – წერს შსს. 

2 თებერვალს, 16:00 საათზე თბილისის მოლის მიმდებარედ საპროტესტო მარშების გაერთიანება და რამდენიმე საათით დიღმის გზის გადაკეტვა იგეგმება. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ლაშა ფარულავა - ოცნება ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა
4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებს, მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, ირაკლი ჩხვირკიასა და გური ჟვანიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics