19:45 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-30 13:12:01, 367 ნახვა

პოლიტიკა
გრიგოლ გეგელია - ქართველი ხალხის დემოკრატიულმა ბრძოლამ სტრასბურგში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა

ქართველი ხალხის დემოკრატიულმა ბრძოლამ სტრასბურგში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა - ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ საგენგებო ბრიფინგზე განაცხადა.

„ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ქართველ ხალხს მიანიჭა სრული ლეგიტიმაცია, რათა მან იბრძოლოს ბოლომდე საკუთარი დემოკრატიული უფლებების დასაცავად! ამასობაში, საკუთარი ხალხის ღალატში გაწაფულმა თვითმარქვია ხელისუფლებამ საერთაშორისო ასპარეზზე ტოტალური კრახი განიცადა. ქართული დიპლომატიის ისტორიას ჯერ არასდროს უნახავს, ამ მასშტაბის ფიასკო.

საპარლამენტო ასამბლეამ უარყო “ქართული ოცნების” დელეგაციის უკლებლივ ყველა შესწორება. სამაგიეროდ, ქართველი ხალხის მხარდასაჭერად, ასამბლეამ მოითხოვა: ახალი, ნამდვილად დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნების ჩატარება; საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის პროცესის აღსადგენად მყისიერი და ეფექტური ნაბიჯების გადადგმა; პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლება.

ეს არის 4 ოპოზიციური კოალიციის, სახალხო დემოკრატიული პროტესტის და არასამთავრობო სექტორის ერთობლივი ძალისხმევის ტრიუმფი. ამავე დროს, ბოროტმოქმედი რუსული რეჟიმის სრული ჩამოშლა და განადგურება საერთაშორისო ასპარეზზე. პასუხად, “ქართული ოცნების” ბოროტმოქმედმა რეჟიმმა, რომელსაც ცივილიზებულმა მსოფლიომ საკადრისი ადგილი მიუჩინა, გადაწყვიტა დაეტოვებინა საპარლამენტო ასამბლეა, რაც ქართული ეროვნული ინტერესის პირდაპირ ღალატს და საქართველოს საერთაშორისო იზოლაციაში მოქცევის მცდელობას წარმოადგენს.

ეს არის დასტური იმისა, რომ “ქართული ოცნება” ღიად ადგას „ნაცრისფერი ავტოკრატიების“ გზას, სადაც ადამიანის უფლებას, კანონს და ინსტიტუტებს არავითარი მნიშვნელობა არ გააჩნია. მნიშვნელოვანია ყველას ესმოდეს, რომ ასეთ სახელმწიფოში არცერთი მოქალაქის სიცოცხლე და კეთილდღეობა არ არის დაცული.

საზოგადოებას ახსოვს, როგორ ლაჩრულად გამოიქცა “ქართული ოცნება” საკუთარი ევროპული პოლიტიკური ოჯახიდან მაშინ, როდესაც მისი გარიცხვა დადგა დღის წესრიგში. დღეს დამარცხებული “ქართული ოცნება” სწორედ, ასევე ლაჩრულად ტოვებს ევროსაბჭოს ასამბლეის რიგებს, ოღონდ ამას აკეთებს საქართველოს და თითოეული მოქალაქის სტაბილურობის ხარჯზე.

პარტია, რომელიც საზოგადოებას ღირსებით ევროპისკენ სიარულს ჰპირდებოდა, დღეს კუდამოძუებული მოჩანჩალებს ევროპიდან და მიღოღავს ოთხით რუსეთისკენ.

პარტია, რომელიც საზოგადოებას მშვიდობას და განვითარებას ჰპირდებოდა, დღეს ტოვებს ზუსტად იმ საერთაშორისო ფორმატებს, რომელმაც კანონის უზენაესობაზე, ადამიანის უფლებებზე და წესებზე დამყარებული მშვიდობიანი სახელმწიფოებრიობა შექმნა. „ქართული ოცნება” არის „ნაცრისფერი რეჟიმი“, რომელიც უარყო ქართველმა ხალხმა, ცივილიზებულმა მსოფლიომ და დღეს ბოლო წუთებს ითვლის.

როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, ბუნებრივია, გრძელდება ბრძოლა, ვიდრე არ ჩამოიშლება ყველას მიერ უარყოფილი და იზოლირებული მთავრობა, არ დაინიშნება ახალი არჩევნები და არ გათავისუფლდება ყველა პოლიტპატიმარი!” - განაცხადა გეგელიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის თქმით, თუ ირანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა არ მოხდება, მაშინ აშშ დაბომბვას განაახლებს
ტერიტორია დაატოვებინეს აქტივისტს, რომელიც კობახიძის ბრიფინგის პარალელურად, კანცელარიასთან, საპროტესტო წარწერით მივიდა
2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე განაცხადების მიღება დაიწყო - პროექტის მხარდამჭერი „საქართველოს ბანკია“
ბოლო 5 თვეში მდინარაძემ კობახიძისგან მე 5-ე, გენერალ-მაიორის წოდება მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics