2025-01-30 02:13:40, 483 ნახვა
პოლიტიკა
ჩეხეთის მთავრობამ შსს-ს მაღალჩინოსნები ზვიად ხარაზიშვილი, ვაჟა სირაძე და მირზა კეზევაძე დაასანქცირა
ჩეხეთის ელჩი საქართველოში, პეტრ კუბერნატი, X-ზე წერს, რომ ჩეხეთის მთავრობამ დაამტკიცა სანქციები შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი წარმომადგენლის მიმართ, აქციების დარბევაში მათი მონაწილეობის გამო.
ჩეხური მედიის ცნობით, სანქცირებულები არიან შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი ზვიად ხარაზიშვილი (ხარება), მისი მოადგილე მირზა კეზევაძე და საპატრულო პოლიციის უფროსი ვაჟა სირაძე.
"ჩეხეთის მთავრობამ დღეს დაამტკიცა სანქციები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 3 წარმომადგენლის მიმართ, გასულ წელს საპროტესტო აქციების ბრუტალურ დარბევაში მათი ჩართულობის გამო. ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით", — ვკითხულობთ პოსტში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,