00:21 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-29 19:56:45, 6521 ნახვა

საზოგადოება
სახალხო დამცველის ინფორმაციით, „ვივამედში“ მოთავსებულია პატიმარი მძიმე დაზიანებებით

სახალხო დამცველი კლინიკა „ვივამედში“ მძიმე დაზიანებებით მოთავსებული პატიმრის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

განცხადების მიხედვით, სახალხო დამცველის წარმომადგენელი „ვივამედში“ იმყოფებოდა, სადაც პენიტენციური დაწესებულების პატიმრებს და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა. უშუალოდ „ვივამედში“ მოთავსებულ პატიმართან გასაუბრება კი ვერ მოხერხდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

„2025 წლის 29 იანვარს მედია საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია კლინიკა „ვივამედში“ ერთ-ერთი პატიმრის მძიმე დაზიანებებით მოთავსების შესახებ. შესაბამისად, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, გაცნობებთ, რომ სახალხო დამცველის რწმუნებული პატიმრის მდგომარეობის გადამოწმებისა და სამედიცინო პერსონალთან გასაუბრების მიზნით კლინიკაში იმყოფებოდა. საჭირო ინფორმაციის მოსაპოვებლად სახალხო დამცველის რწმუნებული ასევე შეხვდა პენიტენციური დაწესებულების პატიმრებს და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, რომლებმაც გააცნეს, რომ დაშავებული ბრალდებული 23 იანვარს კლინიკაში გადაიყვანეს. სამწუხაროდ, უშუალოდ „ვივამედში“ მოთავსებულ პატიმართან გასაუბრება ვერ მოხერხდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

აპარატის მიერ შეკრებილი ინფორმაციიდან დეტალების გასაჯაროებისგან თავს ვიკავებთ, ერთი მხრივ, განსაკუთრებული პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით, მეორე მხრივ კი მიმდინარე გამოძიების ეფექტიანი მონიტორინგის უზრუნველყოფის მიზნით.

სახალხო დამცველის აპარატისთვის ცნობილია, რომ დაიწყო გამოძიება პატიმრის დაზიანებების წარმოშობის მიზეზების დადგენის მიზნით. სახალხო დამცველი მოუწოდებს გამოძიებას, რომ შეესრულოს ფაქტის გამოძიება და დროულად დადგინდეს პატიმრის დაზიანებების წარმოშობის მიზეზები და ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების მიზეზები.

გარდა ამისა, როგორც აპარატისთვის გახდა ცნობილი, პატიმრის ოჯახის წევრები მიუთითებენ, რომ პენიტენციურმა სამსახურმა მათ ინფორმაცია მომხდარის შესახებ არსებითი დაგვიანებით მიაწოდა. სახალხო დამცველის აპარატი შეისწავლის აღნიშნულ საკითხსაც.

სახალხო დამცველი იმედს იტოვებს, რომ პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა მალე გაუმჯობესდება. აპარატი გააგრძელებს მისი უფლებების დაცვაზე ზედამხედველობას“, - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics