21:30 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-29 15:37:37, 375 ნახვა

პოლიტიკა
NGO-ები: პოლიციელები არ არიან პოლიტიკურად ნეიტრალურები, არც ერთი ნიღბიანი კრიმინალი პასუხისგებაში არ არის მიცემული

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, პოლიცია პოლიტიკურად ნეიტრალური არ არის, ისინი აქციის მონაწილეების მიმართ პოლიტიკურ შეხედულებებს აჟღერებენ, შედიან მათთან დისკუსიაში და დემონსტრანტებს დასცინიან. 

ასევე, NGO-ების განცხადებით, ამ დროისთვის, არცერთი პოლიციელი და ნიღბიანი არ მიცემულა პასუხისგებაში, ხოლო დაზარალებულის სტატუსი ასობით ადამიანიდან მხოლოდ 52-ს აქვს მინიჭებული. 

"პოლიციელები არ არიან პოლიტიკურად ნეიტრალურები, მათ გააჩნიათ აშკარად პოლიტიკური იდეოლოგია და ნეგატიური წინასწარგანწყობები აქციის მონაწილეების მიმართ, რაც წარმოადგენ პოლიციის შესახებ კანონით გარანტირებული პოლიციის პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დარღვევას. 

საჯაროდ გავრცელებული ვიდეომტკიცებულებებიც ადასტურებს, რომ პოლიციის მხრიდან ადგილი აქვს, უარყოფითი, პოლიტიკური შეხედულებების გაჟღერებას აქციის მონაწილეების მიმართ, ისინი შედიან პოლიტიკურ დისკუსიაში მათთან, დასცინიან პროტესტის მონაწილეებს ეთნიკური, პოლიტიკური, გენდერული, მსოფლმხედველობრივი, რელიგიური თუ სხვა კუთვნილების გამო და იყენებენ სიძულვილის ენას და პროვოცირებენ მათ. 

არც ერთი სამართალდამცავი, თუ ნიღბიანი კრიმინალი არ მიცემულა პასუხისგებაში. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადებით, დაზარალების სტატუსი მინიჭებული აქვს მხოლოდ 52 პირს და 226 პირის მიმართ არის დანიშნული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა. რა თქმა უნდა, 52 დაზარალებული პირი არის ცოტა იმიტომ, რომ ადგილი ჰქონდა ასობით ადამიანის მიმართ ძალის გამოყენებას, მათ მიმართ წამებას და ღირსების შემლახავ მოპყრობას", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
ტრამპის თქმით, თუ ირანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა არ მოხდება, მაშინ აშშ დაბომბვას განაახლებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics