21:30 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-29 13:34:37, 417 ნახვა

პოლიტიკა
ეკატერინე ხვედელიძემ 100 - მილიონიანი ნებადართული კაპიტალით ახალი კომპანია დაარეგისტრირა

ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის ცოლმა, ეკატერინე ხვედელიძემ 27 იანვარს ახალი სააქციო საზოგადოება დააფუძნა. 

სააქციო საზოგადოება ჯი სი ეფ საქართველო საჯარო რეესტრში 100 მილიონი ლარის ნებადართვული კაპიტალით დარეგისტრირდა, ხოლო მისი 100%-იანი წილის მფლობელი ივანიშვილის მეუღლე, ეკატერინე ხვედელიძეა

ამ დროისთვის, აღნიშნული სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭო სამი ადამიანისგან შედგება - მათ შორის არიან ივანე ხვედელიძე, ირინე ქინქლაძე და გელა კობერიძე.

კომპანიის დირექტორის პოზიციას დავით გალუაშვილი იკავებს - რომელიც აქამდე, წლების განმავლობაში მუშაობდა ქართუ ბანკში.

"სს ჯი სი ეფ საქართველო" - 27 იანვარს ივანიშვილის მეუღლემ კიდე ერთი სააქციო საზოგადოება დააფუძნა. GCF - ეს თანაინვესტირების ფონდია და შესაბამისად, ალბათ  აქ მოიყრის თავს ყველა ის პროექტი, რომლის საბოლოო მშობელი კომპანია კაიმანის ოფშორულ ზონაში იყო რეგისტრირებული. 

ეს მეექვსე სააქციო საზოგადოებაა (მათ შორის წლების განმავლობაში თითქმის უფუნქციოდ მყოფი) , რომლის ნებადართული კაპიტალი ამ ბოლო პერიოდში 100 მილიონი ლარით განისაზღვრა.

მათი ჯამური განთავსებული კაპიტალი კი ჯერ 31 მილიონი ლარია. 

საინტერესოა, მომავალში წილების განთავსების შემთხვევაში, ვინ შეიძლება შეავსოს 569 მილიონი ლარი მხოლოდ ამ 6 სააქციო საზოგადოებაში?  

შეიძლება რუსებიც?!" - წერს ირაკლი აბესაძე სოციალურ ქსელში. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
ტრამპის თქმით, თუ ირანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა არ მოხდება, მაშინ აშშ დაბომბვას განაახლებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics