2025-01-29 12:54:07, 528 ნახვა
პოლიტიკა
USAID საქართველოში სამოქალაქო განათლების პროგრამას აჩერებს
USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის საგრანტო კონკურსებით დაინტერესებულ პირებს, გაცნობებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ახალი აღმასრულებელი ბრძანებიდან გამომდინარე, რომელიც აშშ-ის მიერ საგარეო დახმარების გაცემას ეხება, USAID-ის ყველა პროგრამის აქტივობა 90-დღიან გადახედვას ექვემდებარება - ამის შესახებ ინფორმაციას USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა ავრცელებს.
,,ამ ცვლილების გათვალისწინებით, იძულებული ვართ, დროებით შევაჩეროთ USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის საგრანტო კონკურსები. აქტივობების განახლებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას, როგორც კი მივიღებთ, დაუყოვნებლივ გაგიზიარებთ." - ნათქვამია ინფორმაციაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,