21:30 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-29 12:12:23, 418 ნახვა

პოლიტიკა
ვლადიმერ ბოჟაძე - ცოტა გაუგებარია ევროკავშირის განცხადება მზია ამაღლობელის სოლიდარობასთან დაკავშირებით

ცოტა გაუგებარია ევროკავშირის განცხადება მზია ამაღლობელის სოლიდარობასთან დაკავშირებით - ევროკავშირიც აპირებს პოლიციელებს ხელი დაარტყას, თუ რას ნიშნავს ეს ნამდვილად არ ვიცი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ვლადიმერ ბოჟაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ის „ბათუმელების” დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს ურჩევს, შიმშილობა შეწყვიტოს.

როგორც ბოჟაძე ამბობს, ამაღლობელს შეუძლია საკუთარი თავი და სიმართლე სასამართლოზე დაიცვას.

“მე ქალბატონ მზიას მინდა ვურჩიო, რომ შეწყვიტოს შიმშილობა. იცით თქვენ, რომ მიმდინარეობს სასამართლო პროცესები, მას ჰყავს ადვოკატები და შეუძლია დაიცვას საკუთარი სიმართლე. რაც შეეხება ევროკავშირის განცხადებას სოლიდარობასთან მიმართებაში, ცოტა გაუგებარია. ევროკავშირიც აპირებს პოლიციელებს ხელი დაარტყას თუ რას ნიშნავს ეს, ნამდვილად არ ვიცი. ჩვენ არ გაგვიკეთებია არც ერთ განცხადება, როცა პოლიციელების წინააღმდეგ იყვნენ დაკავებულები საფრანგეთის მოქალაქეები, ახლახან გერმანიის მოქალაქეები და ა.შ. პოლიცია წარმოადგენს სახელმწიფოს. ყველა ქვეყანაში პოლიცია არის ხელშეუხებელი, მათ შორის, ამერიკაში, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში. ევროკავშირმა ეს ძალიან კარგად იცის, თუმცა ის ნაცვლად იმისა, რომ მოუწოდებდეს ოპოზიციას, სამოქალაქო სექტორს, მედიის წარმომადგენლებს, რომ შემცირდეს პოლარიზაცია, დაძაბულობა, სამწუხაროდ, საკუთარი განცხადებებით, ხშირ შემთხვევაში, დაფინანსებითაც, ხელს უწყობენ ჩვენს ქვეყანაში პოლარიზაციის გაღრმავებას, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია და არ არის მისასალმებელი. ჩვენს ქვეყანაში კანონის უზენაესობის პრინციპი არის მთავარი პრინციპი. ყველა მოქალაქე არის კანონის წინაშე დაცული. ასევე, ქალბატონ მზიას პენიტენციურ სისტემაში აქვს მკურნალობის და ნორმალური პირობების საშუალება და ამაზე გაკეთდა უკვე განცხადებები. ასევე, მას აქვს საშუალება, დაიცვას საკუთარი თავი და უფლებები, მათ შორის, სასამართლოში,“ - განაცხადა ბოჟაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
ტრამპის თქმით, თუ ირანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა არ მოხდება, მაშინ აშშ დაბომბვას განაახლებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics