21:30 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-29 11:43:48, 465 ნახვა

პოლიტიკა
ანა ნაცვლიშვილი გიორგი გაბიტაშვილს – დარწმუნებული ხართ, რომ შეძლებთ მზია ამაღლობლის უკანონო პატიმრობის ტვირთი ზიდოთ

"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი მთავარ პროკურორს მიმართავს.  ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პირდაპირ ამბობს, რომ "ბათუმელების" დიექტორი ციხეში უსამართლოდ გაუშვეს და ეს გიორგი გაბიტაშვილმა ყველაზე უკეთ იცის.  ნაცვლიშვილი მთავარ პროკურორს მოუწოდებს, სასამართლოს მიმართოს და მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივი გათავისუფლება მოითხოვოს. 

"ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ჟურნალისტი მზია ამაღლობელი, რომელიც მის წინააღმდეგ განხორციელებული სასტიკი უსამართლობის პასუხად მე-18 დღეა შიმშილობს, არის ივანიშვილის რუსული რეჟიმის ტყვე, მაგრამ ამ საქმის შემოქმედებიდან არავის ჰქონდეს იმედი, რომ შეძლებს რეჟიმის სახელს ამოეფაროს და მომავალში თავი იმით იმართლოს, რომ „მაშინ დრო იყო ასეთი"

დამნაშავეებს ექნებათ კონკრეტული სახელები და გვარები:

და დღეს მე მინდა მივმართო გიორგი გაბიტაშვილს, რომელსაც სტატუსის გასწვრივ უწერია, რომ არის საქართველოს გენერალური პროკურორი

თქვენ ზუსტად იცით, რომ მზია ამაღლობელი არათუ პატიმრობაში არ უნდა გყავდეთ, არამედ მის წინააღმდეგ საქმე საერთოდ არ უნდა დაწყებულიყო, რადგან მისი ქმედება არ ქმნის იმ დანაშაულის შემადგენლობას, რომელსაც ედავებით, პროპაგანდა ცდილობს სამართლებრივი ტყუილები გაავრცელოს, მაგრამ თქვენ როგორც იურისტმა, სიმართლე ზუსტად იცით და იცით კარგად.

დარწმუნებული ხართ რომ შეძლებთ მზია ამაღლობელის პატიმრობის ტვირთი პირადად ზიდოთ მთელი ცხოვრება? დარწმუნებული ხართ რომ ამ ცოდვით ცხოვრებას შეძლებთ?

მზია ამაღლობელის საქმეზე პროკურატურამ დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მისი გათავისუფლება

მზია ამაღლობელის საპატიმროში ყოფნა არის აბსოლუტურად უკანონო, დაუსაბუთებელი,

რა დანაშაულსაც მას ედავებიან, ეს მას არ ჩაუდენია, სახეზე არ გვაქვს დანაშაულის შემადგენლობა, დანაშაული - პოლიციაზე თავდასხმა - რასაც მას ედავებიან, მას არ ჩაუდენია, და მანამ სანამ სასამართლო საკითხს სწავლობს, არანაირი საჭიროება მისი ციხეში ყოფნის, არ არსებობს.

შესაბამისად, მისი იქ ყოფნა მოკლებული ყოველგვარ სამართლებრივ და ზნეობრივ გამართლებას და ის დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს." - განაცხადა ნაცვლიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
ტრამპის თქმით, თუ ირანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა არ მოხდება, მაშინ აშშ დაბომბვას განაახლებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics