23:03 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-28 18:22:02, 365 ნახვა

პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი - ვისურვებდი, არა მხოლოდ დაფინანსების მხრივ იყოს გადახედვა, არამედ გამოძიებულ იქნას საქართველოში USAID-ის წარმომადგენლობის როლი

USAID-თან დაკავშირებით, ვისურვებდი, რომ არა მხოლოდ დაფინანსების მიმართულებით განხორციელებულიყო გადახედვა, არამედ გამოძიებულ იქნას საქართველოში USAID-ის წარმომადგენლობის როლი 2020 წელს პარალელური დათვლის ყალბი შედეგების გავრცელებაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ისინი მზად არიან, ითანამშრომლონ ამერიკის შესაბამის დაწესებულებებთან.

„იცით, რომ USAID-ის ადგილობრივი ოფისი ჩართული იყო 2020 წლის პარალელური დათვლის ყალბი შედეგების გავრცელებაში. მათი პირდაპირი მონაწილეობა იყო ამ პროცესში. ვისურვებდი, რომ არა მხოლოდ დაფინანსების მიმართულებით იყოს გადახედვა, არამედ გამოძიებულ იქნას USAID-ის მაშინდელი ხელმძღვანელობის ჩართულობა 2020 წლის პარალელური დათვლის გაყალბებული შედეგების გავრცელების სკანდალში, რომელმაც საზოგადოება არეულობამდე კინაღამ მიიყვანა. ესეც არის საფუძველი, რის გამოც ხდება დაფინანსების გადახედვა. სასიამოვნოდ გამიკვირდა, როცა ტრამპის აღმასრულებელ განკარგულებაში აღიარებული იყო, რომ საერთაშორისო დახმარება ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა გამოიყენებოდეს ადგილზე არეულობის გასამწვავებლად, რამაც შესაძლოა აზიანოს აშშ-ის ინტერესები. ეს არის ზუსტად ის მიდგომა და ხედვა, რომელიც ჩვენ გვაქვს მსგავსი ღონისძიებებისა და აქტივობების მიმართ. არა მხოლოდ დაფინანსების საკითხია, ვისურვებდი, რომ გამოძიებულ იქნას საქართველოში USAID-ის წარმომადგენლობის როლი 2020 წელს პარალელური დათვლის ყალბი შედეგების გავრცელებაში. მზად ვართ, ვითანამშრომლოთ ამერიკის შესაბამის დაწესებულებებთან, რადგან პირადად მე და ჩვენ USAID-ის მაშინდელი ხელმძღვანელობა გვატყუებდნენ, თითქოს პარალელური დათვლის შედეგები იყო სწორი. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ამ ხელმძღვანელობამ, მათ შორის უცხოელმა ხელმძღვანელმა ზუსტად იცოდნენ, რომ შედეგები ყალბი იყო, რომელსაც „ისფედი“ ავრცელებდა, და უბრალოდ გვატყუებდნენ ხელისუფლებას, ქართველ ხალხს, ხელს აფარებდნენ „ისფედის“ მაშინდელ თანამშრომლებს,“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics