|
2025-01-28 16:49:52, 323 ნახვა
პოლიტიკა
რუსეთის დუმის დეპუტატის მტკიცებით, დასავლური ძალები საქართველოს საქმეებში ერევიან
რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ანდრეი კლიმოვი ირწმუნება, რომ "დასავლური ძალები" საქართველოს საქმეებში ერევიან. ამის შესახებ მან იტალიურ მედია Corriere della Sera-სთან ისაუბრა. კლიმოვის თქმით, რუსეთის სუვერენიტეტისადმი არსებულ საფრთხეებს შორის არის დასავლეთის მიერ მათი "საშინაო საქმეების დისკრედიტაცია", როგორიცაა "ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობა". ამ სიტყვებთან დაკავშირებით, ჟურნალისტმა კლიმოვს ჰკითხა: "არ შეიძლება საარჩევნო კონკურენციის სამართლიანობაზე აზრის გამოხატვა?" - რაზეც კლიმოვმა უპასუხა: "მე ასევე ვსაუბრობ დასავლური ძალების მიერ სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში ჩარევაზე. ისინი ყველგან არიან, უბრალოდ შეხედეთ, რა მოხდა საქართველოში, მოლდოვაში, რუმინეთში. წარმომიდგენია რას დაწერენ ჩემი მეგობარი ლუკაშენკოს გამარჯვებაზე".
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)