|
2025-01-28 13:46:13, 334 ნახვა
პოლიტიკა
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა შორის ფუნქციათა წილისყრით განაწილება არჩევნების დღეს აღარ ჩატარდება
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა შორის ფუნქციათა წილისყრით განაწილება არჩევნების დღეს აღარ ჩატარდება - “საარჩევნო კოდექსში“ ხორციელდება ცვლილებები, რომლის მიხედვით, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ფუნქციების გასანაწილებელი წილისყრა კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-7 დღისა გაიმართება. კანონის პროექტის თანახმად, “საარჩევნო კოდექსში“ ჩაიწერება, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ფუნქციების გასანაწილებელი წილისყრა კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-7 დღისა ტარდება. ჯერ კიდევ მოქმედი კანონის გათვალისწინებით კი, აღნიშნული პროცედურა არჩევნების დღის - დილის 07:00 საათიდან 08:00 საათამდე პერიოდში უნდა გაიმართოს. ამ კონტექსტში აღსანიშნავია, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ ცესკოს მიერ მიღებული დადგენილება, რომლის გათვალისწინებით, საარჩევნო უბანზე კომისიის წევრებს შორის ფუნქციის გადასანაწილებელი წილისყრა არჩევნების დღის ნაცვლად, სწორედ არჩევნებამდე შვიდი დღით ადრე ჩატარდა. ცესკოს ეს გადაწყვეტილება კრიტიკის საგანი გახდა როგორც არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტების, ასევე, სადამკვირვებლო არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)