23:00 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-28 13:18:49, 380 ნახვა

პოლიტიკა
გახარია საქართველოსთვის - მზია ამაღლობელი სასწრაფოდ გადაიყვანეთ საავადმყოფოში

პარტია გახარია-საქართველოსთვის მზია ამაღლობელის საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვს. ამის შესახებ პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა, ტატა ხვედელიანმა განაცხადა.

"ჯანდაცვისა და იუსტიციის მინისტრებს მივმართავთ: მზია ამაღლობელი სასწრაფოდ გადაიყვანეთ საავადმყოფოში და მისი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას გვაცნობეთ. ასევე, მივმართავთ ქართული ოცნების ე.წ. ხელისუფლებას: მოვითხოვთ, მზია ამაღლობელი და სინდისის ყველა პატიმარი, რომელიც დღეს ივანიშვილის მძევალია, უპირობოდ გათავისუფლდეს". - თქვა ხვედელიანმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

გახარია-საქართველოსთვის განცხადებით, მზია ამაღლობელი უკანონო პატიმარია და მის მიმართ სისხლის სამართლის დევნა უსამართლო და არაპროპორციულია. 

ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი მე-17 დღეა, ციხეში შიმშილობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics