|
2025-01-28 12:35:34, 365 ნახვა
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი - 2010 წელს ავტოკრატიის შემქმნელები დააჯილდოვა ბრიუსელმა უვიზო მიმოსვლით, მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლას კი კიდევ 7 წელი და „ოცნების“ მიერ რეჟიმის დამარცხება დასჭირდა
ბრიუსელის ბრალდება დემოკრატიის ფეხქვეშ გათელვასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ცრუ და ფარისევლურია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც პაპუაშვილი წერს, „იქ, სადაც სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლებას ითხოვენ, ესეც გასაკვირი არაა“. „შეგახსენებთ, რომ დიპლომატიურ პასპორტებზე ვიზების გაცემის გამარტივების შეთანხმებას, სააკაშვილის რეჟიმის ოფიციალური პირებისთვის, 2010 წელს მოეწერა ხელი. ეს ის დროა, როცა უკვე მოხდა სანდრო გირგვლიანის, ბუტა რობაქიძის და ზურაბ ვაზაგაშვილის გამოუძიებელი მკვლელობები, ზურაბ ადეიშვილის ორგანიზებით მფლობელებისთვის „რუსთავი 2“-ის და „იმედის“ წართმევა. ეს ის ძებნილი ადეიშვილია, რომელსაც შარშან ბრიუსელის ჩინოვნიკები ზუსტად იმ ოთახებში მასპინძლობდნენ, სადაც დღეს ეს გადაწყვეტილება მიიღეს. ციხეში პატიმრების წამების სისტემის საბოლოო ჩამოყალიბება, რომელსაც ბრიუსელი არ იმჩნევდა და რომელსაც, მოგვიანებით, სტრასბურგის სასამართლო სისტემურ წამებას უწოდებს; 2008 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების გაყალბება; ბიზნესის სრულად მოქცევა რეჟიმის რეკეტის ქვეშ, – და ა.შ. და სხვა მრავალი. ამ აყვავებული ავტოკრატიის შემქმნელები (და არა ჩვეულებრივი მოქალაქეები) დააჯილდოვა მაშინ ბრიუსელმა უვიზო მიმოსვლით. მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლას კი კიდევ 7 წელი და „ქართული ოცნების“ მიერ რეჟიმის დამარცხება დასჭირდა. ამიტომ, ბრიუსელის ბრალდება დემოკრატიის ფეხქვეშ გათელვასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ცრუ და ფარისევლურია, თუმცა, იქ, სადაც ავტორიტარული რეჟიმის შემქმნელი სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლებას ითხოვენ, ესეც გასაკვირი არაა“, – წერს შალვა პაპუაშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)