01:56 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-27 22:03:46, 589 ნახვა

საზოგადოება
ნიკა კაციას დედა - თავისუფლების ეშინიათ, რადგან თავად მონები არიან

თბილისი, 27 იანვარი 2025 – სინდისის პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციაზე, რომელიც გმირთა მემორიალთან გაიმართა, ერთ-ერთი მონაწილე ჟურნალისტ ნიკა კაციას დედა, მარინა აფციაური იყო. მან ხელისუფლება თავისუფალი სიტყვის შიშში დაადანაშაულა და აღნიშნა:

“თავისუფალი სიტყვის, თავისუფლების ეშინიათ, რადგან თავად მონები არიან. თავისუფლება რას ნიშნავს, არ იციან. ნიკა მხნედ რომ არის, ვიცი. ვეტყვი, არ გაბრაზდე, იცინე დედა. იცინის ის, ვინც ბოლოს იცინის. ჩვენ აუცილებლად ყველა ერთად გავიცინებთ. გამარჯვებას ერთად ვიზეიმებთ”.

შეგახსენებთ, რომ ნიკა კაცია, რომელიც პროევროპულ საპროტესტო აქციებში აქტიურად მონაწილეობდა, 2024 წლის 7 დეკემბერს დააკავეს. პროკურატურა მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას ედავება, რაც 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. კაცია ბრალს არ აღიარებს და ამჟამად გლდანის მერვე დაწესებულებაში იმყოფება.

მისი დაკავების შემდეგ, ოჯახის წევრები და უფლებადამცველები არაერთხელ გამოთქვამდნენ შეშფოთებას ნიკა კაციას მიმართ არასათანადო მოპყრობისა და პატიმრობის პირობების გამო. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოუწოდა, დროულად შეისწავლოს და ეფექტიანად გამოიძიოს ნიკოლოზ კაციას არაადამიანურ საპატიმრო პირობებთან დაკავშირებული საქმე. 

ამასთან, 2025 წლის 23 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა კაცია პატიმრობაში დატოვა, მიუხედავად დაცვის მხარის შუამდგომლობისა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე. 

 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics