2025-01-27 19:39:14, 529 ნახვა
მსოფლიო
ევროსაბჭოს საპარლამენტო ანსამბლეაზე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მზია ამაღლობელს მხარდაჭერა გამოუცხადეს
დღეს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ანსამბლეაზე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მზია ამაღლობელს მხარდაჭერა გამოუცხადეს და მისი გათავისუფლება მოითხოვეს.
ცნობისთვის, მზია ამაღლობელი, “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” თანადამფუძნებელი, 2025 წლის 11 იანვარს დააკავეს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით და მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ამაღლობელი მე-16 დღეა შიმშილობს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,