|
2025-01-27 16:04:02, 426 ნახვა
პოლიტიკა
PACE-ის ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება გაასაჩივრდა, შესაბამისმა კომიტეტმა დასკვნა 24 საათში უნდა წარმოადგინოს
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება გასაჩივრდა. გასაჩივრების ინიციატორი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი, „ევროპის სახალხო პარტიის“ წარმომადგენელი, შვედი პოლიტიკოსი ბორიანა აბერგი გახდა, რომელმაც საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება გააკრიტიკა. „საქართველოს პარლამენტი არის ერთპარტიული პარლამენტი, სადაც მხოლოდ „ქართული ოცნებაა“. ივანიშვილის რეჟიმი ანგრევს დემოკრატიულ წესრიგს საქართველოში. ეს არის მიზეზი, რის გამოც მე ვასაჩივრებ უფლებამოსილებას ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფის სახელით, პროცედურის წესების A2A მუხლის შესაბამისად. მე ვასაჩივრებ საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილებას“, – აღნიშნა აბერგმა. პროცედურის წესების თანახმად, გასაჩივრებისთვის მხარი უნდა დაეჭირა, სულ მცირე, 30 წევრს ხუთი სხვადასხვა ეროვნული დელეგაციიდან. კენჭისყრის შედეგად, ინიციატივამ საკმარისი მხარდაჭერა მოიპოვა. საკითხი განსახილველად გადაეცა შესაბამის კომიტეტს, რომელმაც საკუთარი დასკვნა 24 საათის ვადაში უნდა წარმოადგინოს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)