|
2025-01-27 15:55:50, 402 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა გვარამია - მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ამ წუთში არაფერი ვიცით, ეს აბსოლუტურად ეწინააღმდეგება საერთაშორისო შიმშილობის პროტოკოლს
მზია ამაღლობელი უკვე 16 დღეა, შიმშილობს, თუმცა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ამ წუთში არაფერი ვიცით, ეს აბსოლუტურად ეწინააღმდეგება საერთაშორისო შიმშილობის პროტოკოლს,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, საჭიროა კონსილიუმის ფორმირება, რომელიც ყოველდღე საზოგადოებას მიაწვდის ინფორმაციას მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. „მზია ამაღლობელი უკვე 16 დღეა, შიმშილობს, თუმცა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ამ წუთში არაფერი ვიცით, ეს აბსოლუტურად ეწინააღმდეგება საერთაშორისო შიმშილობის პროტოკოლს. მინდა, ვთქვა, რომ ჯანდაცვისა და იუსტიციის მინისტრები ვალდებულები არიან, საზოგადოებას მიაწოდონ ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია. უფრო მეტიც, ჩვენ მოვითხოვთ, ამ ორმა სამინისტრომ, პენიტენციური სამსახურისა და ამაღლობელის მხარის ჩართულობით, მოახდინოს ფორმირება ე.წ. კონსილიუმის, რომელიც ყოველდღე შეგვატყობინებს ქალბატონი მზიას ჯანმრთელობის მდგომარეობას. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, ბატონ კაციტაძეს, დროზე გამოიტანეთ დაზარალებულად ცნობის დადგენილება, რომ მხარემ ამ საფუძვლით მიმართოს სასამართლოს, სამარცხვინო, უკანონო სასამართლოს, მაგრამ მაინც შევძლოთ და მივმართოთ სასამართლოს და მასზე ბოლომდე განვახორციელოთ საზოგადოებრივი ზეწოლა, რომ შეიცვალოს აღკვეთის ღონისძიება. პატიმრობა შეიცვალოს ნებისმიერი სხვა ფორმით. ამისთვის საჭიროა, დროზე იქნას გამოტანილი დადგენილება მისი წამების საქმეში დაზარალებულად ცნობის შესახებ. ასევე პროკურატურას ყოველგვარი დადგენილებების გარეშე თავად შეუძლია, რომ გააკეთოს ეს და მოვუწოდებ, გააკეთოს“, – განაცხადა გვარამიამ
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)