2025-01-24 20:42:54, 521 ნახვა
საზოგადოება
პროტესტის 59-ე დღე, მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე მსვლელობით აჟღერებენ მოთხოვნებს - ვიდეო
პროტესტი კვლავ გრძელდება, 59-ე დღეს მოქალაქეებმა სხვადასხვა ლოკაციებიდან საპროტესტო მსვლელობა გამართეს რუსთაველის გამზირისკენ. მსვლელობას მსახიობები, რეჟისორები და ჟურნალისტებიც უერთდებიან. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილია. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა უცვლელია, გათავისუფლდნენ უკანონოდ დაკავებული პირები.
მსგავსი მსვლელობები გაიმართა ქვეყნის სხვა ქალაქებში, მათ შორის ბათუმში, სადაც მზია ამაღლობელის და სხვა უკანონო პატიმრების გათავისუფლებას მოითხოვდნენ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,