22:20 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-24 17:04:20, 457 ნახვა

მსოფლიო
რუსეთში ინტერნეტ სერვისებისა და მობილური ოპერატორების მუშაობა მასობრივად შეფერხდა

რუსეთის საინფორმაციო ტექნოლოგიების და მასობრივი კომუნიკაციების ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურმა (როსკომნადზორი) რუსეთში 24 იანვრის დილას მობილურის ოპერატორებისა და ინტერნეტ სერვისების მუშაობაში მასობრივი შეფერხება აღრიცხა

შეფერხება ინტერნეტ-მონიტორინგის სერვისებმა, Downdetector.su-მ, Downradar-მა და Сбой.рф-მაც აღრიცხეს.

რუსეთში მომხმარებლებმა ხარვეზები მობილური ოპერატორების, Мегафон-ის, МТС-ის, Yota-ს, T2-ისა და ბილაინის მუშაობაში შენიშნეს. 

გარდა ამისა, მუშაობის მასობრივი შეხება Ростелеком-ს, Telegram-ს, Viber-ს, Steam-ს, Twitch-სა და ბანკებს ВТБ-სა და Т-Банк-ს შეეხო. 

გამოცემა Коммерсант-ს T2-ის პრესსამსახურმა უთხრა, რომ მობილურ მომსახურებაზე წვდომის პრობლემები არ შეუმჩნევიათ. 

მანამდე, რუსეთში ინტერნეტ სერვისების შეფერხება 14 იანვარს აღირიცხა, როდესაც Google, LiveInternet, Wikipedia და სხვა ვებგვერდები არ მუშაობდნენ. როსკომნადზორი იტყობინებოდა, რომ "წვდომაში მცირეხნიანი დარღვევა" მოხდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics