03:28 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-24 16:00:27, 419 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი გახარია - არ უარვყოფ, ქაღალდის ჭიქაში დარჩენილი ყავით გავუმასპინძლდი, რის შემდეგაც ჯგუფურად დამესხნენ თავს

არ უარვყოფ, ქაღალდის ჭიქით, დარჩენილი ყავით გავუმასპინძლდი [„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს]. ამის შემდეგ ისინი თავს ჯგუფურად დამესხნენ, რის შემდეგაც, როგორც ექიმებმა მითხრეს, გონება დავკარგე და სანამ სასტუმროს თანამშრომლებმა დახმარება არ გამიწიეს, მე უბრალოდ გონზე ვერ მოვედი. მინდა მათ მადლობა გადავუხადო, - ამის შესახებ ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, სადაც ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ მომხდარ ინციდენტზე მედიასთან პირველად ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, მას საქმე არა შემსრულებლებთან, არამედ დამკვეთთან აქვს.

„15 იანვარს განხორციელდა წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა, ჩასაფრებით, ჩემზე და ჩემ გუნდზეც. ამას ჰქონდა პოლიტიკური შურისძიების სახე და ამ შურისძიების ავტორი და დამკვეთი გახლდათ ბიძინა ივანიშვილი. ივანიშვილი ბიძინა, დიდი ხანია მემუქრება მე და ჩემს ოჯახს სხვადასხვა ფორმით. მათ შორის, საჯაროდაც. მე საერთოდ არ მაინტერესებს ამ ძალადობრივი თავდასხმის შემსრულებლები. მე საქმე მაქვს დამკვეთთან, როგორც ძალადობის მთავარ წყაროსთან, რომელიც ძალადობს ახალგაზრდებსა და ჩვენს ქვეყანაზე და საქმე მაქვს მასთან, როგორც ბოროტების მთავარ წყაროსთან საქართველოში. დღეს ივანიშვილისთვის, რომელსაც ქვეყანა მძევლად ჰყავს აყვანილი, მთავარი ფასეულობა არის ფული და ძალაუფლება და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მან დაკარგოს ფულიც და ძალაუფლებაც. მე გპირდებით, რომ ამ ბრძოლაში ვიქნები თქვენთან ერთად.

რაც შეეხება იმ დღეს, მე ვიყავი ბათუმში ჩვენი პარტიის წევრების სასამართლო პროცესზე. როდესაც დავბრუნდი სასტუმრო „შერატონში“, უკვე შესასვლელშივე დამხვდა ადამიანების რამდენიმე ჯგუფი, რომლებიც შესული არ ვიყავ,ი უკვე ილანძღებოდნენ, იგინებოდნენ და ფაქტობრივად, ახორციელებდნენ თავდასხმას. ეს იყო ჯგუფურად ორგანიზებული, რასაც, რა თქმა უნდა, მოყვა ჩემი შესაბამისი რეაგირება. ამავე დროს, იქვე ჩანდა, რომ ერთი ადამიანი ამ ყველაფერს ტელეფონით იღებდა. სასტუმროს „ლობი“ დაცლილი იყო ადამიანებისგან, მათ შორის სასტუმროს თანამშრომლებისგან. აშკარა იყო ეს ადამიანები ცდილობდნენ შემემჩნია, რომ ისინი იყვნენ შეიარაღებულები. მას შემდეგ, რაც მე მოვახდინე რეაქცია და მე ამას არ უარვყოფ, ქაღალდის ჭიქით, დარჩენილი ყავით გავუმასპინძლდი. ამის შემდეგ ისინი თავს ჯგუფურად დამესხნენ, რის შემდეგაც როგორც ექიმებმა მითხრეს, გონება დავკარგე და სანამ სასტუმროს თანამშრომლებმა დახმარება არ გამიწიეს, მე გონზე ვერ მოვედი. მინდა მათ მადლობა გადავუხადო. ამ ყველაფრის მოყოლა მიწევს იმიტომ, რომ დღეს როგორც გამოძიება მიდის და როგორც ზოგიერთი პროპაგანდისტული ტელევიზია იქცევა, ფაქტია, რომ ისინი არ აპირებენ ამ საქმის სამართლიანად გამოძიებას“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics