20:09 - 28 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-24 12:57:32, 502 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე ახალი თეატრის მანიფესტზე - არ მინახავს, ალბათ ისეთივე შოუ იქნებოდა, რასაც ამ დღეებში ვხედავთ, უნიჭო, არაფრისმომცემი

„ტყუილზე დაფუძნებული, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის და რადიკალების  წარმომადგენლების პროტესტი მარცხისთვისაა განწირული“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ისაუბრა.

ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ შეაფასებს ვასო აბაშიძის სახელობის „ახალი თეატრის“ საპროტესტო მანიფესტს, კახა კალაძე პასუხობს, რომ არ უნახავს, თუმცა, ეს იქნებოდა ისეთივე არაფრისმომცემი შოუ, როგორიც ბოლო დღეების განმავლობაში იმართება ხოლმე.

„სიმართლე გითხრათ, არ მინახავს.  ალბათ ისეთივე შოუ იქნებოდა, რასაც ამ დღეების განმავლობაში ვხედავთ - უნიჭო, არაფრისმომცემი. როდესაც რაღაცას აპროტესტებ, ამას საფუძველი უნდა ჰქონდეს. რასაც ამდენი ხანი ვუყურებთ, ჩვეულებრივი ფარისევლობაა. გახსოვთ, როგორ დაიწყო ყველაფერი - თითქოს, საქართველოს ხელისუფლებამ უარი განაცხადა ევროინტეგრაციის პროცესზე. წარმოგიდგენიათ? ამას მოჰყვა გულანთებული ქართველების პროტესტი. რეალურად, თავად ევროპა არჩევნების წინ გვეუბნებოდა, რომ მოლაპარაკებების თემა დახურულია, საქართველომ თურმე ევროპულ კურსს, დემოკრატიულ გზას გადაუხვია. ჩვენ ვუსვამთ კითხვას „რატომ“ და გვაჩვენეთ ერთი კონკრეტული ქმედება-თქო, მაგრამ ასეთი ნაბიჯი ბუნებაში არ არსებობს. ეს არის ტყუილზე დაფუძნებული, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის და რადიკალების  წარმომადგენლების პროტესტი, რაც მარცხისთვისაა განწირული“, - აღნიშნა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
გვარამია: თუ ეს კანონი დაკმაყოფილდა, საბჭოთა მემკვიდრეობა დაამარცხებს ეროვნულ მოძრაობას
ნათია თურნავა ნანა ყეინიშვილზე - სამწუხაროა, რომ გაჩნდა ეჭვები
ფიფიამ და ფარცხალაძემ მოსკოვში ქართველთა და რუსთა ერთობის ფონდი დააფუძნეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics