|
2025-01-24 12:57:07, 446 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - რადიკალური ოპოზიცია სტრასბურგის მიერ დადასტურებული კრიმინალებით არის სავსე
რადიკალური ოპოზიცია კრიმინალების თავშესაფრად არის გადაქცეული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ოპოზიციონერობა არის ხოლმე თავშესაფარი საქართველოში ისეთი ადამიანებისთვის, რომლებსაც აქვთ გარკვეული პრობლემები. „ამის არაერთი მაგალითი ვიხილეთ ჩვენ, ზოგადად კრიმინალების თავშესაფრად არის გადაქცეული რადიკალური ოპოზიცია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თქვენ ხედავთ, რომ სასამართლოს მიერ აღიარებული კრიმინალებით არის სავსე რადიკალური ოპოზიცია. სტრასბურგის მიერ დადასტურებული კრიმინალებით არის სავსე რადიკალური ოპოზიცია, ეს არის ერთგვარი ტენდენცია. ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც რადიკალურ ოპოზიციას არ აქვს არავითარი შანსი, მიაღწიოს წარმატებას ქართულ პოლიტიკაში, საზოგადოება ხედავს ყველაფერს", - განაცხადა პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)