|
2025-01-24 12:27:48, 381 ნახვა
პოლიტიკა
ელენე ხოშტარიას განცხადებით, ზუგდიდის სასამართლომ ჯარიმასთან ერთად იარაღის ტარების უფლება შეუზღუდა
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, ზუგდიდის სასამართლომ ჯარიმასთან ერთად, იარაღის ტარების უფლება შეუზღუდა. როგორც ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს, 90-იანების მერე იარაღი არ უნახავს და არც აინტერესებს. „იმ დღეს ზუგდიდიდან დამირეკეს, ჯერ პოლიციამ, მერე სასამართლომ. იმდენი ვიცინე, თვითონაც ამყვნენ ლამის. ცხადია, არც მიფიქრია მისვლა, არც გამხსენებია. ჰოდა, დღეს გადმომცეს, ჯარიმასთან ერთად, იარაღის ტარების უფლება შემიზღუდეს. 90-იანების მერე არც მინახავს იარაღი, არც მაინტერესებს. ასეთი კომიკურები ხართ. არ არსებობთ, თამაშობთ რაღაც იდიოტობას. წლებია არცერთი ჯარიმა არ გადამიხდია, არცერთ სასამართლოზე არ ვყოფილვარ, არცერთ დაკითხვაზე, სასაცილოდ არ მყოფნით. რეჟიმის პატიმრები გამოუშვით და თუ რამის თავი გაქვთ, ჩვენთან ქენით ბანძებო!“, -წერს ხოშტარია „ფეისბუქზე“.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)