|
2025-01-24 12:14:02, 433 ნახვა
პოლიტიკა
გია ჯაფარიძე - ეს იქნება ყოველდღიურობა, სანამ საქართველოს მოქალაქეები არ მოიშორებენ ფაშისტურ რეჟიმს, რომელსაც მიტაცებული აქვს ქართველი ხალხის ნება
27 იანვარს ევროკავშირის ლიდერების მიერ საქართველოს საკითხის განხილვის ფონზე, "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გია ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ იქამდე, სანამ ქართველი ხალხი ივანიშვილის რეჟიმს არ დაამარცხებს, ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე დისკუსია მუდმივად იქნება. "ეს იქნება ყოველდღიურობა, სანამ საქართველოს მოქალაქეები არ მოიშორებენ ფაშისტურ რეჟიმს, რომელსაც მიტაცებული აქვს ქართველი ხალხის ნება" - ამბობს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი.
ორშაბათს, 27 იანვარს, ევროკავშირის ლიდერები საქართველოს შესახებ იმსჯელებენ - წლის პირველ შეკრებაზე ევროპელი დიპლომატები, სავარაუდოდ, განიხილავენ, თუ კიდევ რა მექანიზმებია საჭირო იმისთვის, რომ ივანიშვილის რეჟიმმა უკან დაიხიოს. არსებობს მაღალი მოლოდინი, რომ ორშაბათს ევროკომისია საგარეო საქმეთა მინისტრების წინაშე ახალი ინიციატივით წარდგება და შესაძლოა, დიპლომატიური პასპორტების გაუქმების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილისთვის დამატებითი სასანქციო ზომების გატარება დაანონსდეს.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)