|
2025-01-24 10:03:24, 537 ნახვა
სამართალი
გიორგი ბაჩიაშვილი - როცა ძალაუფლების მქონე პირი იყენებს მის მიერ დაქვემდებარებულ სისტემას, ეს პოლიტიკური მიზნით დევნაა
როდესაც პოლიტიკური აბსოლუტური ძალაუფლების პირი იყენებს მის მიერ დაქვემდებარებულ სისტემას ადამიანის წინააღმდეგ, რომელიც მის პოლიტიკურ დავალებებს არ ასრულებს და ეწინააღმდეგება მის პოლიტიკურ დღის წესრიგს, ეს პოლიტიკური მიზნითა და ძალაუფლებით ადამიანის დევნაა,- ამის შესახებ თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ მისთვის გაგზავნილი წერილი „გამოძალვის მიზნით მუქარაა“. „ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენელი აგრძელებს ივანიშვილის ტყუილებს და ამბობს, რომ ამ შემთხვევაში პოლიტიკური მდგენელი არ ყოფილა. როდესაც პოლიტიკური აბსოლუტური ძალაუფლების პირი იყენებს მის მიერ დაქვემდებარებულ სისტემას ადამიანის წინააღმდეგ, რომელიც მის პოლიტიკურ დავალებებს არ ასრულებს და ეწინააღმდეგება მის პოლიტიკურ დღის წესრიგს, ეს პოლიტიკური მიზნითა და ძალაუფლებით ადამიანის დევნაა. დღეს არის მეორე დღე ივანიშვილის მიერ დადგმული სპექტაკლის, რომელშიც მონაწილეობენ ივანიშვილის წარმომადგენლები და მე. შესაბამისად, დავსვამთ ძალიან მნიშვნელოვან კითხვებს, რის შემდეგაც ყველა ადამიანი და დაინტერესებული პირი ახალ დეტალებს შეიტყობს ამ სპექტაკლის შესახებ. როდესაც დამნაშავეებს გატაცებული ჰყავთ ადამიანი და ისინი აგზავნიან მორიგების წერილს, ეს გამოძალვაა. მე ვარ ყველანაირი კანონის გარეშე, ამ ქვეყანაში ჩაკეტილი, ყველაფერი დაყადაღებული მაქვს და სასჯელით მემუქრებიან, შესაბამისად, ეს არის ჩვეულებრივი გატაცება და მუქარა გამოძალვის მიზნით“,- განაცხადა ბაჩიაშვილმა. შეგახსენებთ, რომ პროკურატურა გიორგი ბაჩიაშვილს 2017 წელს განხორციელებულ ქმედებას ედავება, კერძოდ, პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ, მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8986 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 39 215 820 აშშ დოლარს შეადგენდა.
გერმანიის საგარეო - საქართველოში პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელი შემაშფოთებელია
სალომე ზურაბიშვილი - დღეს არის დღე სამარცხვინო საქართველოსთვის
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
კობახიძე ძმებ ფეიქრიშვილებზე: გამოძიება დაადგენს, მათ შორის, ციხის ადმინისტრაციის შესაძლო როლსაც
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)