04:20 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-23 18:56:12, 554 ნახვა

საზოგადოება
დავით დოიაშვილი - ახალი თეატრი რეგიონებში გადის მივაწვდით ხმას ყველას

„ახალი თეატრის“ სამხატვრო ხელმძღვანელმა, დავით დოიაშვილმა, განაცხადა, რომ თეატრი რეგიონებში გასვლას იწყებს და მიაწვდის ხმას ყველა მოქალაქეს. ეს განცხადება დოიაშვილმა „ახალი თეატრის“ წინ, საპროტესტო მანიფესტის დროს გააკეთა.

„ჩვენ ვიწყებთ „ახალი თეატრის“ მანიფესტს. აუცილებლად შემოგვიერთდება ყველა თეატრის მსახიობი. „ახალი თეატრი“ გადის რეგიონებში. მივაწვდით ხმას ყველას და ხალხი ნახავს, რა შეუძლია თეატრს. ჩვენ ერთდროულად გავიშლებით რეგიონებში და მივყვებით ქართულ თეატრს“, – აღნიშნა დოიაშვილმა.

ამავდროულად, „ახალი თეატრის“ წინ შეკრებილმა მოქალაქეებმა აღმაშენებლის გამზირი გადაკეტეს, რის გამოც საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია.

როგორც დოიაშვილმა განაცხადა, „ახალი თეატრი“ გააგრძელებს აქტიურობას და რეგიონებში გასვლით უფრო ბევრ ადამიანს მიაწვდის  ხმას და აჩვენებს, რომ თეატრი არის ცვლილებების წამყვანი ძალა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics