|
2025-01-23 15:38:32, 468 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - მთავარია ნებისმიერი სახელმწიფოს ეროვნული ინტერესები
მე დადებითად შემიძლია გამოვეხმაურო იმას, რომ ამ ეტაპზე, უკვე განცხადებების დონეზე განსაკუთრებულ პატივისცემას გამოხატავენ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნის სუვერენიტეტის მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერის თქმით, თუ ამ განწყობას დაეფუძნება ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, ეს ურთიერთობები აუცილებლად თვისებრივად გადაიტვირთება. „მთავარია ნებისმიერი სახელმწიფოს ეროვნული ინტერესები. მე დადებითად შემიძლია გამოვეხმაურო იმას, რომ ამ ეტაპზე, უკვე განცხადებების დონეზე განსაკუთრებულ პატივისცემას გამოხატავენ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნის სუვერენიტეტის მიმართ. ეს არის რა თქმა უნდა, ძალიან მისასალმებელი. თუ ამ განწყობას დაეფუძნება ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, ეს ურთიერთობები აუცილებლად თვისებრივად გადაიტვირთება", - განაცხადა პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)