20:52 - 28 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-23 13:55:39, 448 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ბაჩიაშვილი - გლობალური ომის პარტიის ნარატივის გავრცელება შემომთავაზეს, რაზეც უარი ვთქვი

ბიძინა ივანიშვილის „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებით, მას შესთავაზეს „გლობალური ომის პარტიის“ შესახებ წერილების გამოქვეყნება, თუმცა მან ეს წინადადება უარყო. ბაჩიაშვილის თქმით, აღნიშნული ნარატივი მის თვალწინ იქმნებოდა და მას სთხოვდნენ მსგავსი შინაარსის მასალების გავრცელებას. მისი თქმით, უარის მიზეზი იყო ის, რომ ივანიშვილის საქმეებში არ იკვეთებოდა „გლობალური ომის პარტიის“ ან გარე ძალების კვალი, და ყველა სასამართლო პროცესი მათ სასარგებლოდ დასრულდა.  

„გლობალური ომის პარტია“ არის „ქართული ოცნების“ შეთქმულების თეორია, რომლის მიხედვითაც არსებობს ძალები, რომლებიც ცდილობენ საქართველოს ჩართვას რუსეთის წინააღმდეგ ომში. ბაჩიაშვილი აღნიშნავს, რომ თუ ასეთი ძალები არსებობდნენ, ისინი ივანიშვილის მხარეს მოქმედებდნენ, რადგან ყველა სასამართლო პროცესი მათ სასარგებლოდ დასრულდა." განაცხადა ბაჩიაშვილმა.

გიორგი ბაჩიაშვილი 2013-2019 წლებში იკავებდა ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდში აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას. 2023 წლის 23 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ე.წ. ბიტკოინების საქმეზე მისი პროცესი გაიმართა, სადაც მან აღნიშნული განცხადებები გააკეთა.  





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
გვარამია: თუ ეს კანონი დაკმაყოფილდა, საბჭოთა მემკვიდრეობა დაამარცხებს ეროვნულ მოძრაობას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics